Digest Logo

ინტუიცია და მგრძნობელობა, ვნება და ძლიერი ემოციები, ეჭვიანობა, წყენა ან ფარული დაძაბულობა - ეზოტერიკოსი მოსალოდნელ ტენდენციებზე

1788858420
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

🌞 ემოციურად დატვირთული აგვისტოს შემდეგ, სამყარო თითქოს საბოლოოდ ცოტათი ამცირებს ხმაურს. ეს კვირა შედარებით მშვიდი იქნება და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყებამდე სივრცე გავწმინდოთ.

ახალი ეტაპი უკვე 14 სექტემბრიდან, ლილიტის ახალ ტრანზიტთან ერთად დაიწყება. ნუ იჩქარებთ ამ პაუზის ახალი პრობლემებით შევსებას. სჯობს, დაასრულოთ ძველი საქმეები, აზრები დაალაგოთ და ადგილი გაათავისუფლოთ შემდეგი ეტაპისთვის.

✨ 🔥 10 სექტემბერი - ენერგიების ორმაგი ცვლილება 🔥

14:55 საათზე, თბილისის დროით (GMT+3), ვენერა სასწორიდან მორიელის ნიშანში გადავა. გრძნობები უფრო ღრმა, მძაფრი და გულწრფელობის მიმართ მომთხოვნი გახდება. ზედაპირული საუბრები ვეღარ დაგაკმაყოფილებთ, მოგინდებათ ადამიანების ნამდვილი მოტივების გაგება და ყველაფრის არსამდე მისვლა.

შესაძლოა გაძლიერდეს:

🔮 ინტუიცია და მგრძნობელობა;

❤️ ვნება და ძლიერი ემოციები;

🕵️ სიმართლის გაგების სურვილი;

⚡️ ეჭვიანობა, წყენა ან ფარული დაძაბულობა.

დღის მთავარი წესი: ნუ ითამაშებთ სხვის გრძნობებზე და ნუ გამოცდით ახლობელ ადამიანებს „გამძლეობაზე“.

💬 20:21 საათზე მერკური სასწორის ნიშანში გადავა. ეს ტრანზიტი დაგვეხმარება, უფრო რბილად, დიპლომატიურად და ზუსტად ვისაუბროთ.

გაიზრდება კომპრომისის პოვნის, შეთანხმებისა და რთულ თემებზეც კი სწორი სიტყვების შერჩევის შესაძლებლობა.

გამოდის საინტერესო კომბინაცია: ❤️ ვენერა მორიელში — გრძნობებს ამძაფრებს.

💬 მერკური სასწორში — გვეხმარება, ეს გრძნობები ზედმეტი დრამის გარეშე გამოვხატოთ. ამიტომ 10 სექტემბერს ნუ გაჩუმდებით მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არც გულწრფელობა გადააქციოთ დაკითხვად, სადაც ადამიანს სახეში პროჟექტორს უნათებენ.

🌑 11 სექტემბერი, 07:27 - ახალმთვარეობა ქალწულის 19°-ზე.

ეს ახალმთვარეობა ახალ ციკლს გახსნის, რომელიც დაკავშირებულია:

🧹 საქმეებსა და სივრცეში წესრიგის დამყარებასთან;

🍏 ჯანმრთელობასა და საკუთარ სხეულზე ზრუნვასთან;

⏰ რეჟიმსა და სასარგებლო ჩვევებთან;

📋 სამუშაო პროცესებთან;

🎯 კონკრეტულ გეგმებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებთან.

ეს კარგი დროა არა მხოლოდ სურვილის ჩასაფიქრებლად, არამედ საკუთარ თავთან ერთი მნიშვნელოვანი კითხვის დასასმელად: „რომელი ერთი ჩვევის შეცვლა შემიძლია, რათა ჩემი ცხოვრება უფრო მარტივი და მსუბუქი გახდეს?“.

ჩაიწერეთ პასუხი და მომდევნო 24 საათის განმავლობაში გადადგით ერთი პატარა ნაბიჯი. ქალწული სწორედ ამას გვახსენებს: დიდი ცვლილებები ხშირად სასწაულით კი არა, ერთი უჯრის დალაგებით იწყება. 

განსაკუთრებული შესაძლებლობა 🍀

თუ თქვენს ნატალურ რუკაში პლანეტები დაახლოებით კუროს, ქალწულის ან თხის რქის 19°-თან მდებარეობს, ამ ახალმთვარეობის გავლენა შესაძლოა განსაკუთრებით ძლიერად იგრძნოთ.

ყურადღება მიაქციეთ ახალ იდეებს, შემოთავაზებებსა და შინაგან მინიშნებებს. შესაძლოა, სწორედ ახლა გამოჩნდეს რაღაც, რასაც დიდი ხანია ელოდებით.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემი სიყვარული...“ - ლევან კობიაშვილის მეუღლე ქორწილის ახალ ფოტოებს გვიზიარებს

„ყოველი დაბადების დღე მატარებლის ბოლო გაჩერებასავითაა...“ - თამარ ივერი 55 წლის გახდა

🎥 „ამდენ ხანს ამას გიმალავდით...“ - რას წერს ბარბარა სამხარაძე