
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პერიოდულად ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 24 ივლისის ახალმთვარეობაზე წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„24 ივლისს, გვიან საღამოს, 23:11-ზე თბილისის დროით ახალმთვარეობაა ლომის ნიშანში, ეს იმას ნიშნავს რომ მზეც და მთვარეც ერთსა და იმავე წერტილში იყრიან თავს(ლომის 2*8’). ახალმთვარეობები ახალი 28-დღიანი მინი ციკლების დასაწყისს აღნიშნავენ. ამ დროს საფუძველი ეყრება განსხვავებულ, ახალ ტენდენციებს, ახლებურ მიდგომებს.
თუმცა ლომი ფიქსირებული ნიშანია, ამიტომ აქ წარმოქმნილი ცვლილებები მტკივნეულად აღიქმება ხოლმე.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ ახალმთვარეობის წერტილი ოპოზიციაშია პლუტონთან. პლუტონს კი თითქმის ყოველთვის მასებზე და მასშტაბებზე გაჰყავს ყველაფერი. ესე იგი ეს დაპირისპირებაც ინდივიდუალურსა (ლომი) და გლობალურს (პლუტონი მერწყულში) მაქსიმალურ ესკალციას მიაღწევს.
ანუ - საერთშორისო გაერთიანებები წინააღმდეგობაში მოდიან ინდივიდუალურ ნებასთან. ან პირიქით, პიროვნული თვალსაზრისი და აქტივობა საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან ვერ პოულობს მხარდაჭერას, რადგან მასშტაბურ დონეზე ეს ქმედებები არ იძლევა საერთო სარგებელს.
რაღა თქმა უნდა, პლუტონი, როგორც მიწისქვეშა სამეფოს მბრძანებელს შეჰფერის, ადვილად არ დანებდება, ის გამოიყენებს ფარული კონტროლის სხვადასხვა ხერხებს, რათა მიაღწიოს საზოგადოებრივი აზრის ტრანსფორმაციას, გადაიბიროს ვიღაცები. თუმცა რა საკვირველია, მნათობების შეერთება ლომში გაცილებით ძლიერია, ვიდრე პლუტონი მერწყულში. მაგრამ ამ ჭიდილს ხელშესახები რეზულტატები არცერთი მხარისათვის არ მოჰყვება.
საბედნიეროდ ახალ მთვარეს მხოლოდ დაძაბული ასპექტები როდი აქვს. ტრინები ნეპტუნისა და სატურნის შეერთებასთან ვერძში და სექსტილი ტყუპებში ახლად გადასულ ურანთან მრავალფეროვან შანსებს იძლევა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
ანუ ერთის მხრივ ოპოზიცია წამოჭრის დაძაბულობას, ხოლო მეორეს მხრივ, ჰარმონიული ასპექტები ზრდის იღბალს.
გამოდის რომ სამყარო კიდევ ერთხელ მიგვახვედრებს - ძველი შაბლონები აღარ მუშაობს, ისე, როგორიც ადრე იყო, აღარასდროს იქნება. დროა ახლებურად ვიმოქმედოთ, საჭიროა ჩვენი ღირებულებების, თვითშეფასების და ურთიერთობაში საკუთარი ნების გამოვლენის გადახედვა. ასევე, იმის მოშორება, რაც აღარ ჯდება თქვენს ცხოვრებაში, რაც ხელს გვიშლის წინსვლაში და განვითარებაში. რაც არ ემსახურება უმაღლეს მიზნებს.
კრიზისმა უნდა გამოცდილება შეგვძინოს, კი არ დაგვაჩოქოს.
ყველაზე მეტად ცხადია ლომებს და იმ ხალხს შეეხება, ვისაც ლომში, მერწყულში, კუროში და მორიელში მე3 გრადუსზე ჰყავთ მნიშვნელოვანი წერტილები ან პლანეტები. აგრეთვე ვერძის და ტყუპების საწყის გრადუსებზე. დანარჩენებისთვის ეს ახალმთვარეობა შესაძლოა უფრო ნეიტრალური გამოდგეს“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცარ ფორმაში ხარ...“ - ნინა წკრიალაშვილის პიკანტურმა ფოტოებმა სოცქსელი დაიპყრო
🎥 „გაიცანით ლილი სულაბერიძე...“ - ჯანეტ ქერდიყოშვილმა უმცროსი ქალიშვილის სახე გამოაჩინა
⭕ „ჩემი ლამაზძვლოვანი, ჩემი უბერებელი...“ - ნანიკო ხაზარაძე პიკანტურ კადრებს აქვეყნებს