Digest Logo

„ის, რაც თქვენთვისაა, თავის დროზე მოვა“ - 18 ივნისის პროგნოზი და ვარსკვლავების მთავარი რჩევა

1781773440
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

ზაფხულის ყველაზე ჯადოსნური დღე დგება.

21 ივნისს, კვირას (მზის დღეს) ზაფხულის მზებუდობა გველოდება. ამ დღეს ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამეა (დღის ხანგრძლივობა იქნება 15 საათი და 12 წუთი). მომდევნო დღიდან დღე კლებას, ღამე კი მატებას დაიწყებს 21-22 დეკემბრამდე.

ზაფხულის მზებუდობას აღნიშნავენ უძველესი დროიდან, სხვადასხვა კულტურის ქვეყნები. ამ დღეს ატარებდნენ რიტუალებს, ლოცულობდნენ, იწყებდნენ ცხოვრებას ახალი, სუფთა ფურცლიდან. წელიწადის ციკლებს ძველად დიდ ყურადღებას აქცევდნენ, თანამედროვე ადამიანისთვის კი ეს გოიმობაა. თუმცა, ვისთვისაც მისაღებია და ექიმმა არ აგიკრძალათ ჩემი პოსტების კითხვა, გავაგრძელებ.

ასტროლოგიაში მზე ყველაზე ძლიერი სიმბოლოა, თქვენ ყველამ იცით, დაბადების მომენტში სად გყავთ მზე. ამ დღეს კი მზე ყველაზე ძლიერია, თანაც მთვარე მზარდია და ახალი პროექტის/საქმის დაწყება, ცხოვრების განახლება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ არაფრის შეცვლას არ აპირებთ, საკუთარ თავს მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვით: კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით?

21 ივნისს მზე 05:26-ზე ამოვა და ამ დროს მზე ჯერ კიდევ ტყუპშია, კირჩხიბში 12:25-ზე გადავა.

მერკური კი ტყუპის მმართველი პლანეტა - კირჩხიბშია. დააკვირდით თქვენ საუბრებს, ინფორმაციას, რასაც იღებთ, გარემოცვას, რომლებიც ან გეხმარებიან განვითარებაში, ან გაბრკოლებენ.

ზაფხულის მზებუდობა საუკეთესო დღეა ლოცვისთვის, მედიტაციისთვის, თუ მზის ამოსვლას შეეგებებით კარგია.

შეგიძლიათ მზის მანტრა წაიკითხოთ ან „მზის მისალმება“ გააკეთოთ. კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით მაინც, გაისეირნებთ ბუნებაში და დაიმუხტებით მზის ენერგიით.

მანტრასავით იმეორეთ: „ვიღებ ამ დღის ენერგიას“. შეგიძლიათ დამუხტოთ ოქროს სამკაულები მზის ენერგიით. ამ დღეს ჩაიცვით ღია ფერის სამოსი. გამოაცხვეთ მრგვალი ფორმის ნამცხვარი, ხაჭაპური. სიყვარულით იყავით მამის მიმართ, გარდაცვლილისთვის ილოცეთ, გაუგზავნეთ სიყვარული, გაეცით მის სახელზე საკვები. ამ დღეს მოერიდეთ კამათს, სიზარმაცის გამოვლენას, ნუ იქნებით მოწყენილი.

ზაფხულის მზებუდობამდე 3 დღით ადრე შეგიძლიათ უარი თქვათ ერთ კონკრეტულ, მავნე პროდუქტზე: შაქარი, ალკოჰოლი, გლუტენი 

ასევე, უარი თქვით მავნე ჩვევაზე როგორიცაა მოწევა და დააკვირდით ორგანიზმს, რა მოხდება 21 ივნისს.

არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა.

ბედნიერ ზაფხულის მზებუდობას გისურვებთ, იყავით თქვენი ცხოვრების მზე და იბრწყინეთ!

წყარო: Fb/გვერდი ანა მზიანი.