„იწყება ბევრი დადებითი ასპექტის მქონე კვირა. შესაძლებლობების ფანჯარა იღება, რომელიც არ იქნება მხოლოდ 1 -კვირიანი. მზე გადადის ტყუპების ზოდიაქოში, 26 მაისიდან კი პლანეტა იუპიტერიც გადავა ტყუპებში.
ენერგიების შემოდინება იწყება, ბევრი კურიოზული სიტუაციები გველოდება წინ, კომუნიკაცია გამარტივდება.
მიმდინარე კვირაში ასევე გვაქვს მზის და იუპიტერის შეერთება, ვენერას და იუპიტერის შეერთება, ამის გამო შესაძლებლობები უფრო მეტი იქნება, ვიდრე სირთულეები.
გვაქვს სავსემთვარეობის კვირა, რაც არის ძალიან ჯადოსნური. 23 მაისს მშვილდოსნის საწყის გრადუსებზე გვაქვს სავსემთვარეობა, რასაც ალმასის გზა ჰქვია ასტროლოგიაში. შესაძლოა აღმოაჩინოთ საგანძური“, - ამის შესახებ ასტროლოგ სოფია ბზეკალავამ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა და განმარტა როგორი კვირა ელოდებათ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.
♈ვერძი
წადით პაემანზე, რადგან კვირა საოცრად რომანტიკულია. თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა მოხდეს პირადი ურთიერთობების გაუმჯობესება, ასევე საშუალება გექნებათ უმკურნალოთ პარტნიორულ ურთიერთობებს. ძალიან ბევრს აქვს შანსი გააკეთოთ ურთიერთობებში რესტარტი და გადახვიდეთ სხვა რელსებზე. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ამოყვინთოს ისეთმა ინფორმაციამ, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ გექნებათ.
♉კურო
თქვენთვის ძალიან საინტერესო კვირაა, რადგან თქვენი მმართველი პლანეტა პოზიციას იცვლის. სტაგნაციური პერიოდი, როცა გიწევდათ მოვლენების ტყვე ყოფილიყავით, მოულოდნელად დაიწყებს ყველაფერი გამარტივებას. მიხვდებით, რომ არ უნდა იცხოვროთ მხოლოდ ერთი მიმართულებით.
♊ტყუპები
თქვენ გამოდიხართ სცენაზე, რადგან ბევრი პლანეტა სწორედ თქვენს ზოდიაქოში მოიყრის თავს. გემატებათ ენერგია, შრომისუნარიანობა, პროდუქტიულობა. შეამჩნევთ განწყობის ცვლილებას. გაგიჩნდებათ მეტი ოპტიმიზმი, თუმცა ეს ჰაერიდან მოსული არ იქნება.
♋კირჩხიბი
საშუალება მოგეცემათ ყველაფერი ზედმეტი მოიშოროთ! ბევრი თქვენგანის ცხოვრებაში მძაფრი სურვილი გაჩნდება დაალაგოთ სახლი და ყველაფერი ძველი გაატანოთ წარსულს. მოიკრებთ ძალებს და სითამამეს. შანსი გექნებათ გაწყვიტოთ ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, ვისთან ურთიერთობაც წლების მანძილზე თქვენთვის იყო ტოქსიკური.
♌ლომი
რადგან მზე ტყუპებში გადადის, გაცილებით მარტივად შეხედავთ ბევრ საკითხს, რაც აქამდე გერთულებოდათ. რთული კომუნიკაციის ბოლო ფაზა გაიარეთ, ახლა უკვე საშუალება გაქვთ დაინახოთ თქვენი შესაძლებლობები. ბევრს მოგიწევთ დახმარების მოთხოვნაც.
♍ქალწული
თამამად შეგიძლიათ ისარგებლოთ მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა კეთილგანწყობით. რთული საუბრები, რომელიც აქამდე არ გამოდიოდა, შეძლებთ კიდევ ერთხელ სცადოთ და მოგისმენენ. მიიღებთ შანსს მარტივად გადაჭრათ საფინანსო საკითხები, ასევე პირად და პარტნიორულ ურთიერთობებში გადაჭრით საკითხებს.
♎სასწორი
მოგემატებათ გამბედაობა და სიმსუბუქე, თუმცა გაჩნდება მომენტი, როცა 2-3 ფრონტზე მოგიწევთ კომუნიკაცია. მოიმატებს ინფორმაციის რაოდენობა, კომუნიკაცია და აუცილებლობა. მოგიწევთ ბევრი ზარის განხორციელება და კომუნიკაცია თქვენგან განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანებთან.
♏მორიელი
ფანტასტიკური ასპექტია ცაზე, რაც ყველანაირი ტიპის ახალ პროექტებს, ბიზნესს წამოწყებას ზურგის ქარს მისცემს. საბოლოოდ გათავისუფლდებით ეჭვებისგან. გარისკეთ, ყველაფერი, რადგან ეს ამად ღირს. ამოისუნთქავთ და მიხვდებით, რომ სიტუაცია სხვა ადამიანებსაც ანდოთ. სამსახურებრივ გარემოშიც სიტუაცია გაუმჯობესდება.
♐მშვილდოსანი
კვირა იქნება დატვირთული, მოგიწევთ ბევრი რამის მოსწრება. მნიშვნელოვანი საუბრები გელოდებათ, დასრულდება რთული და გაწელილი საკითხები, რაც ფინანსებს, საბინაო საკითხებს და პირად ურთიერთობებს ეხება. არ გააკეთოთ ისეთი დაპირებები, რისი ასრულებაც არ შეგიძლიათ.
♑თხის რქა
კარგი და ნაყოფიერი კვირა გაქვთ. მოგიწევთ რეალობას თვალი გაუსწოროთ. მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაცია, რომლის აღიარებაც უნდა შეძლოთ. ეს საკითხი შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანებს, ვის შესახებაც შეიძლება გქონდათ ერთი წარმოდგენა, თუმცა აღმოჩნდება, რომ სულ სხვა მხრივ დაინახეთ.
♒მერწყული
კვირის პირველ ნაწილში იქნებით დატვირთული ინფორმაციით, კომუნიკაციით, შესაძლებლობებით. გექნებათ აუცილებლობა ყველგან მისვლა მოასწროთ, საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარებაც მოგიწევთ ერთდროულად. გაგიჭირდებათ პრიორიტეტების დალაგება, რის გამოც ცოტა აგრესიული გახდებით.
♓თევზები
ახალ ეტაპზე გადაიყვანთ ურთიერთობებს, ეს ეხება როგორც პარტნიორულ, ასევე საქმიან ურთიერთობებსაც. ფორმატები შეიცვლება, რის გამოც ეს შეიძლება აღმოჩნდეს ურთიერთობის ფინიში, ან რესტარტი. გექნებათ თანამშრომლობაზე შეთავაზებები.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „რა სასწაული ხარ შვილო“ - სანდრო გურგენაძის შესრულებული ინდური სიმღერა „Maa Tujhe Salaam“
⭕🎥 მაკა ასათიანი ოჯახის სიწმინდის დღეს დაესწრო - ნახეთ, კადრები