ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება, ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 28 აგვისტომდე დიდი ცვლილებების პერიოდი იქნება.
„12 რიცხვიდან 28-მდე, იწყება ისეთი ცვლილებების პერიოდი, რომელიც ყველა ადამიანს შეცვლის, შეუცვლის მიდგომებს, წარმოდგენებს, შეხედულებებს, დაანახვებს სხვა მხრიდან ღირებულებებს, არ გაგიკვირდეთ ოჯახთან და მეგობრებთან სხვა ენით საუბარი თუ დაიწყეთ ან საერთოდ შეწყვიტეთ საუბარი.
შეტრიალდებით საკუთარ თავებში და იქ იპოვით სიმშვიდეს და საკუთარ თავთან გაგებას, დაამყარეთ ახლებური ურთიერთობა საკუთარ თავთან. გაჰყევით პროცესს არ იბრძოლოთ ძველი მოდელის შენარჩუნებისთვის, მიიღეთ ახალი ცნობიერება.
ძველი წარმოდგენების და შეხედულებების მტკიცებით და მათზე მიჯაჭვულობით შეიძლება დაგეწყოთ მაღალი წნევები, თავის ტკივილები, თავბრუდახვევა, სისუსტე და ამიტომ, გაუშვით ყველაფერი ძველი, უბრალოდ მიჰყევით დინებას, მიიღეთ ახალი ხედვა და აღქმა“, - წერს ლევან მათითაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ურთიერთობებში შესაძლოა იგრძნოთ უხერხულობა“ - 13 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი
⭕„არასასურველია ექიმთან ვიზიტი და ქირურგიული ჩარევა“ - 13 აგვისტოს პროგნოზი ფენ-შუის მიხედვით