
იუპიტერი 2025 წლის 12 ივნისიდან 2026 წლის 30 ივნისამდე კირჩხიბში გადავიდა, რაც ასტროლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ტრანზიტია.
იუპიტერი, რომელიც ცნობილია როგორც გაფართოების, კეთილდღეობისა და შესაძლებლობების პლანეტა, კირჩხიბში თავის ყველაზე ძლიერ მდგომარეობაშია - რასაც ასტროლოგიურად ეწოდება „ეგზალტაცია“ - ამ პერიოდში იუპიტერი უფრო ძლიერად მოქმედებს, რაც ზრდის მის დადებით გავლენებს.
კირჩხიბი არის წყლის ნიშანი, რომელიც დაკავშირებულია ოჯახთან, ემოციურ უსაფრთხოებასთან და მზრუნველობასთან. ამიტომ, იუპიტერის გავლენა ამ ნიშანში ხელს უწყობს შინაგან ზრდას, ემოციურ განკურნებას და ურთიერთობების გაძლიერებას.
საინტერესოა, რა გავლენა ექნება ამ პროცესს ზოდიაქოს ნიშნებზე? - ამ საკითხზე ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა:
„პლანეტა იუპიტერმა (გამარჯვების მმართველი) შეიცვალა ზოდიაქოს ნიშანი და გადავიდა კირჩხიბის ზოდიაქოში.
მანამდე, ყველა ვხედავთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, ამ ტენდენციებზე პროგნოზი ჩვენ გავაკეთეთ.
რა ტენდენციებს უკავშირდება მორიგი გადასვლა, ანუ ინგრესია, რაც წელიწადში ერთხელ ხდება?
პლანეტა იუპიტერი 1 წლის განმავლობაში, 4 თვე იქნება რეტროგრადული. ბუნებრივია, გარემოება, რაშიც ვიმყოფებით, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. კრიზისები ეს არის ზრდის და განვითარების შანსი.
იუპიტერი არის პროგრესის მიმანიშნებელი. ის მოიკრებს მთელს ძალას, არის ეგზალტირებული კირჩხიბში, ძალიან კარგად ავლენს თავის თვისებებს.
იუპიტერის სიმბოლო არის რწმენა, მეცხრე სახლი არის იდეოლოგია, როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური. ერთ წელიწადში ამ იდეოლოგიების ჯანსაღად დანახვა გახდება შესაძლებელი, თუ რამე იყო დამახინჯებული და ადამიანებს ეს არ ესმოდათ, ამის მკაფიოდ დანახვა გახდება შესაძლებელი. გარდა რწმენისა, ეს არის პიროვნული, პერსონალური გაფართოებაც“, - ამბობს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილი ამჯერად პორტოფინოში მოგზაურობს - მოდელი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
🎥 „საოცრად ლამაზი გოგოა“ - ია დუდაშვილი სიდონიას ახალ კადრებს გვიზიარებს