Digest Logo

🎥 „იუპიტერისა და ვენერას შეერთება 9 ივნისს: იღბლისა და სიყვარულის განსაკუთრებული დღეა“ - გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

1780901410
გიორგი ლობჯანიძე

9 ივნისს, ცაზე ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და ჰარმონიული ასტროლოგიური მოვლენა – იუპიტერისა და ვენერას შეერთება ფორმირდება. სიყვარულის, სილამაზის, ფინანსური კეთილდღეობისა და იღბლის პლანეტების შეხვედრა ბევრისთვის ახალ შესაძლებლობებს, სასიამოვნო ნაცნობობებსა და პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს.

ასტროლოგების შეფასებით, ეს ენერგია ხელს უწყობს ურთიერთობების გაღრმავებას, შემოქმედებითი იდეების რეალიზებასა და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას, რაც 9 ივნისს განსაკუთრებულად იღბლიან და შთამაგონებელ დღედ აქცევს.

აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე გვთავაზობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

* ძალიან მნიშვნელოვან ზონაში შევდივართ კოსმოსურად და როგორც იცით, გვაქვს ხოლმე ისეთი დღეები, როდესაც ცის კაბადონზე იხსნება პორტალური არხები, რაც ერთგვარად ხელსაყრელი შანსია, რათა ჩვენს ქმედებებს შესაბამისი რეზულტატი მოჰყვეს.

* სწორედ, ერთ-ერთი გამორჩეული დღეა 2026 წლის 9 ივნისი.

* ამ დღეს, სიუხვისა და ექსპანსიის, მსოფლხმედველობის მმართველი იუპიტერი შეუერთდება ბარაქიანობისა და რესურსების, გრძნობებთან ასოცირებულ პლანეტა ვენერას.

* შეერთება კი ხდება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში.

* ძველ ასტროლოგიურ სამყაროში, ფულად - ეკონომიკურ შესაძლებლობებს იუპიტერსაც აწერდნენ.

* ამიტომ, პატარა და დიდი გამარჯვების მმართველები, როდესაც უახლოვდებიან ერთმანეთს, აქ ერთგვარი კარები იხსნება, რა დროსაც დაწყებული საქმეები დადებით რეზულტატს იძლევა.

* ერთმანეთთან შეხება ხდება კირჩხიბის, დაახლოებით, 25-ე გრადუსზე, სადაც ვარსკვლავ პროციონს ვაწყდებით.

* Procyon - კანოპუსის და სირიუსის მერე ერთ-ერთი ყველაზე მანათობელი ვარსკვლავია.

* პროციონს თვით პტოლემეოსი მოიხსენიებს მის ნაშრომებში და აღწერს, რომ მას აქვს მარსისა და მერკურის ბუნება. არის საკმაოდ სწრაფი, ელვისებური და მკვეთრი.

* ზოგჯერ კონფლიქტურობაც დაჰკრავს, თუმცა სწრაფად შეუძლია სიტუაცია სასიკეთოდ შეცვალოს.

* სპარსულ წყაროებში მას, როგორც დამცველ რიცხვთა რიგებში წერდნენ. (Guardian Stars)

* ის იყო მაცნე, სანამ მთავარი ვარსკვლავი სირიუსი ამოვიდოდა.

* ფაქტობრივად, პროციონი წინასწარი გაფრთხილებაა, როგორც იმპულსი.

* იგი საკმაოდ სწრაფი წარმატებისა და ექსპანსიის ნიშნად ითვლება.

* მაშასადამე, როდესაც მოქმედება ხდება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, ახლა პერიოდი კარგია ოჯახური და გრძნობითი საკითხების მოგვარებისთვის.

* აგრეთვე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების წარმოებისთვის.

* მიწა, სანათესავო, სახლის პროექტები, ემოციური უსაფრთხოების ამბები, ფინანსური ახალი შენაკადები.

* შესაძლოა, ბევრ თქვენგანს თავში აზრად გაგიელვოთ და დაგებადოთ სრულიად ახალი და ფართომასშტაბიანი იდეა, რასაც სამომავლოდ განახორციელებთ კიდეც.

* ხოლო, ვინც რაიმე შანსს მიიღებთ ნუ გაუშვებთ ხელიდან, შესაძლოა, ეგ თქვენი განვითარებისთვის აუცილებელიც კი იყოს.

* მაგ დღეს დაწყებული საქმეებიც, დიდი ალბათობით, სწრაფი და შედეგებზე კონცენტრირებული იქნება“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ტრაგედია ჩოხატაურში - 5 შვილის მამა იმ დროს დაიღუპა, როცა მდინარეში შვილის გადარჩენას ცდილობდა

⭕ დღეიდან, 8 ივნისიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება

⭕ „მარადისობიდან ვუყვარვართ ღმერთს“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე