ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურში.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ჩოხატაურის ერთ-ერთ სოფელში, 40 წლამდე კაცი მდინარეში შვილის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა, თავი ქვაზე დაარტყა და დაიღუპა.
იგი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა,
„პატარა წყალში ჩავარდა, გადამხტარა მდინარეში, თავი ქვაზე დაურტყამს და გარდაიცვალა. ბავშვის ამოყვანა მოუსწრია. ისეთი ბიჭი იყო, უპატიოსნესი, იმდენს წვალობდა, შრომობდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული”, - ამბობს ადგილობრივი.
გარდაცვლილს მეუღლე და 5 შვილი დარჩა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ დღეიდან, 8 ივნისიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება
⭕ „მარადისობიდან ვუყვარვართ ღმერთს“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე