Digest Logo

ივნისის 3 მაგიური თარიღი, როდესაც სურვილების ასრულების გაცილებით მეტი შესაძლებლობა გვექნება

1749201851
ჰოროსკოპი და პლანეტები

2025 წლის ივნისი ჩვენთვის ნამდვილ ასტროლოგიურ საჩუქარს ამზადებს. კერძოდ, ასტროლოგებმა დაასახელეს თვის 3 ყველაზე გამორჩეული თარიღი, როდესაც წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი გვექნება. ვენერა კუროს ნიშანში გადადის, ასევე წინ ზაფხულის მზებუდობაა. ენერგეტიკულად ძლიერი დღეები დაგვეხმარება, ოცნებების ასასრულებლად საჭირო მოტივაცია ვიპოვოთ:

6 ივნისი - პლანეტა ვენერას გავლენით სიყვარულის სასწაულების დღეა

თვის ყველაზე ჯადოსნური დღე 6 ივნისსაა. აღნიშნულ დღეს სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა მშობლიურ ზოდიაქოს ნიშანში, კუროში გადადის და ადამიანებს ეხმარება, ურთიერთობების კუთხით განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიონ. ამ დღეს შესაძლოა, სიყვარულში გამოგიტყდნენ, თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს, რაღაც სასიამოვნო მოხდეს ან საბოლოოდ შეხვდეთ იმ ადამიანს, ვისაც დიდი ხანია ელოდებით. ვენერასა და კუროს გაერთიანებას ასტროლოგები გულის „ოქროს გასაღებს“ უწოდებენ და ყველას მოუწოდებენ, რომ აღნიშნული დღის ენერგია გამოიყენონ.

21 ივნისი - ზაფხულის მზებუდობა და სურვილების ასრულების კარიბჭე

მეორე საკვანძო დღე 21 ივნისს, ზაფხულის მზებუდობის პერიოდშია. ზაფხულის მზებუდობა დიდი ხანია, ჯადოსნურ დღედ ითვლება. ასტროლოგების თქმით, ამ დღეს სამყაროს ადამიანების ყველაზე უკეთ ესმის. ჩვენი სურვილები, ოცნებები შესაძლოა, მოულოდნელად ასრულდეს ან შეიქმნას ისეთი წინაპირობა, რაც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. 

21 ივნისს მზე კირჩხიბის ნიშანში შევა. მაგრამ, იქამდე წლიური სიმძლავრის პიკს მიაღწევს. თუ რაიმე ცვლილებას გეგმავთ, ეს დღე იდეალურია. ყველაფერი, რასაც დაიწყებთ, იმაზე წარმატებული იქნება, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.

21 ივნისს, მზებუდობის დღეს, სურვილების მკაფიოდ ჩამოყალიბება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასტროლოგები გირჩევენ, რომ 3 ყველაზე დიდი ოცნების შესახებ ფურცელზე დაწეროთ. შემდეგ ეზოში გახვიდეთ და მზის ამოსვლის ან მზის ჩასვლის დროს ხმამაღლა წაიკითხოთ.

სურვილების ჩამოყალიბების შემდეგ, მადლიერების რიტუალი შეასრულეთ. მზისკენ დადექით და სამყაროს მადლობა გადაუხადეთ ენერგიისთვის, ყველა სიკეთისა და გამართლებისთვის. ეს დაგეხმარებათ, რომ კიდევ მეტი დადებითი დღე მოიზიდოთ.

8 ივნისი - მატერიალური სიუხვის დღე

ივნისის მესამე განსაკუთრებული დღე 8 ივნისსაა. ამ დღეს ფინანსური ოპერაციები განსაკუთრებით წარმატებული იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე ბუმერანგის პრინციპით მუშაობს - რაც უფრო მეტს გაიღებთ სხვების დასახმარებლად, უკან მეტი ფინანსური სარგებელი და იღბალი დაგიბრუნდებათ. ჩაერთეთ საქველმოქმედო ღონისძიებებში, დაუკავშირდით იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი გვერდით დგომა სჭირდებათ და მათ მიმართ სითბო და სიყვარული გამოხატეთ, ხანდაზმულ მეზობელს დაეხმარეთ, უსახლკარო ძაღლებსა და კატებს აჭამეთ... აუცილებელი არ არის დიდი თანხა გაიღოთ. მთავარია, თქვენი ქმედება გულწრფელი იყოს.

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს შეუძლია, ივნისის თვის მაგიური თარიღები სასარგებლოდ გამოიყენოს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ გადამწყვეტი როლი ჩვენს მონდომებას, ქმედებასა და სიახლეების მიმართ მზაობას ენიჭება.

ასევე დაგაინტერესებთ:

თიკა ფაცაცია შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - „წარმატებები ძალიან სიმპათიურ ბიჭს“

„ინტუბირებული თბილისში გადაიყვანეს...“ - ახალი დეტალები ქალის ჯანმრთელობაზე, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა

„ობლად გაზარდა დედამ, ძალიან პატიოსანი ბიჭი იყო, ფიზიკურად შრომობდა“ - რას ჰყვება სანზონაში მოკლული ახალგაზრდა კაცის ახლობელი

წყარო: www.beaumonde.ge