Digest Logo

„იყავით ფრთხილად და ყურადღებით, წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გეწყებათ“ - ვის აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი

1701675839
მიხეილ ცაგარელი

როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის. ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს.

ვერძი - აქტიური, ენერგიულია. მატულობს მისი ქარიზმა და მიზიდულობა და ბევრ იმ პრობლემას მოაგვარებს, რომელიც წინა კვირას აწუხებდა. საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის და უცხოელებთან კონტაქტისთვის. შანსები წარმატების აქვთ.

კურო - ჯანმრთელობის ტონუსი შემცირებულია, ამიტომ არ გადაიტვირთოთ 7 რიცხვის შემდეგ რა გადაწყვეტილების მიღებაც დაგჭირდებათ აუცილებლად ჰკითხეთ აზრი კომპეტენტურ პირებს, რადგან გეწყებათ შინაგანი ფორიაქი. ასევე ენას კბილი დააჭირეთ, არ გათქვათ თქვენი საიდუმლოებები.

ტყუპები - ამ ნიშანს ვერ გააჩერებთ, იდეები აქვთ ერთი მეორეზე უკეთესი.

კირჩხიბი - თქვენი ენერგოტონუსი მცირდება, მეტი გამოძინება და დასვენება გჭირდებათ. თქვენი გეგმა ისე არ წავა როგორც გსურდათ და იყავით ამისთვის მზად. მთავარი პრობლემა ის არის, რომ გადაჰყვებით ახლობლებს და საპასუხოდ არ მიიღებთ არაფერს.

ლომი - ენერგოტონუსი მატულობს, ეს არის პერიოდი, როცა შვილებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას დაალაგებთ.

ქალწული - თქვენს ირგვლივ იქნება უამრავი ვალდებულება და საქმე. ზედმეტად არ დაიღალოთ, თორემ ბევრ შეცდომას დაუშვებთ. შეიძლება იჩინოს საყოფაცხოვრებო პრობლემებმა თავი და უმჯობესია, დროულად მიხედოთ.

სასწორი - იქნება ქარიზმატული, აქტიური და მიმზიდველი. ახალი იდეების რეალიზაციის საშუალება გაქვთ, მაგრამ ხართ გაღიზიანებული თავისუფლების შეზღუდვით და იყავით თავდაჯერებული.

მორიელი - ენერგოტონუსი მცირდება, ცოტა დაისვენეთ. მოდის უამრავი იდეა და საინტერესო წინადადება, მაგრამ არ გაინტერესებთ არაფერი, ახლა თქვენთვის მთავარია ბომონდურ საზოგადოებაში ჩართვა და რომანტიკული ურთიერთობები.

მშვილდოსანი - მზე ახლა თქვენ ნიშანშია და ბევრი რამ შეგიძლიათ. ახალი იდეების რეალიზაციისთვის საუკეთესო პერიოდია. თქვენი დროა შეგიძლიათ ბევრ რამეს მიაღწიოთ.

თხის რქა - იყავით ფრთხილად და ყურადღებით წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გეწყებათ, არავითარი კონფლიქტები და საქმეების გარჩევა, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით.

მერწყული - აი, ვინ გაიხარებს, ის რაც ყველაზე მეტად გიყვართ - თავისუფლება, სწორედ ეს პერიოდი იწყება ახლა. თქვენი იდეები იქნება არნახულად საინტერესო. 

თევზები  - ორი ვარიანტი აქვთ - პირველი - ჯანმრთელობა სუსტდება, ზოგიერთი მათგანი შეიძლება მელანქოლიური მდგომარეობაში გადავარდეს, ამიტომ ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება. თუმცა საქმიან სფეროში გაქვთ წარმატების შანსი, შესაძლოა, ახალი სამსახურის პერსპექტივის წინაშე დადგეთ. 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ რამე მტკივა მერე ვეღარაფერს ვაკეთებ ხოლმე, ვითიშები. მთელი ყურადღება ტკივილზე გადამაქვს“ - თედო ბექაურის ემოციური ეთერი

🔵„მანდილოსნები ხდებიან ეჭვიანები“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე