Digest Logo

„იყიდეთ ის, რაც დიდი ხანია გინდოდათ...“ - 15 ნოემბრის ენერგიები

1794722556
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

15 ნოემბერი დღე, როცა რაც უფრო მეტს ხარჯავთ საკუთარ თავზე, მით მეტი გიბრუნდებათ.

ჩემო ძვირფასებო, როგორც იქნა, რეტროგრადული მერკურისა და ვენერას გავლენა დასრულდა! დღეიდან კი წარმატებაზე, ბედნიერებაზე, სიმდიდრესა და სიუხვეზე ვეწყობით!

💫 დღის ენერგიები: 6 • 9 • 6

👗 ექვსიანის ენერგიის დღეებში აუცილებლად უნდა მოვწესრიგდეთ და ლამაზად ჩავიცვათ! დღეს უნდა გამოიყურებოდეთ შესანიშნავად, თავი მილიონად იგრძნოთ და ყოველ სარკესთან ჩავლა ამ ფიქრით გაალამაზოთ: „რა ლამაზი ვარ! ღმერთის საყვარელი შვილი ვარ!“.

💵 6 • 9 • 6 დღის ერთ-ერთი ძლიერი კომბინაციაა. თუ ამ ენერგიას დადებითად გამოიყენებთ, საკუთარ თავზე დახარჯული თანხა შეიძლება მრავალჯერ დაგიბრუნდეთ!

❌ დღეს არ ღირს მთელი დღე საწოლში წოლა, თმის დაუვარცხნელად სიარული და ცხოვრების მუდმივად გადადება.

🔥 დღეს აუცილებლად:

- ლამაზად ჩაიცვით და საკუთარი თავით დატკბით;

- საკუთარ თავს რამე აჩუქეთ;

- იყიდეთ ის, რაც დიდი ხანია გინდოდათ;

- საყვარელი შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდით;

- იცეკვეთ და საყვარელ მუსიკას მოუსმინეთ;

- დატკბით ცხოვრებით და მადლობა გადაუხადეთ მას.

🎨 დღეს ბავშვებთან ერთად შემოქმედებითი დრო განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება! დახატეთ, იცეკვეთ, შექმენით რამე ლამაზი და გულწრფელად ისიამოვნეთ ამ პროცესით.

💃 გირჩევთ, რაიმე ქალური და სასიამოვნო აქტივობა დაგეგმოთ. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად ცეკვის მასტერკლასზე წახვიდეთ, ან სახლში ჩართოთ საყვარელი მუსიკა, იცეკვოთ და იგრძნოთ: „ღმერთო, რა ბედნიერი ვარ!“

❤️‍🔥 მოაწყვეთ პაემანი საყვარელ ადამიანთან. დღე სავსე იყოს ჩახუტებით, კოცნით, სინაზითა და ალერსით. მიიღეთ სითბო და სიყვარულიც და თავადაც გაუზიარეთ ის თქვენს პარტნიორს!

✨ დღეს საკუთარი თავის რეალიზება საყვარელი საქმიანობით, სილამაზითა და ცხოვრებით ტკბობით მოდის. ამიტომ იყავით ლამაზები, გაანებივრეთ საკუთარი თავი და დღე მაქსიმალურად სასიამოვნოდ გაატარეთ!

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„პირადი ცხოვრების შეცვლა, ფინანსური ვალდებულებების გადახედვა და კარიერული არჩევანი“ - როგორი იქნება 2027 წელი ქალწულისთვის

🎥 რამდენად უსაფრთხოა საქართველოში პოპულარული მარგარინები? – ირაკლი არაბული კვლევის შედეგებზე საუბრობს

⭕ქარი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

✕