მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:42-იდან 20:45 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და მზრუნველობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ნიშნობა და ქორწინება, გარისკვა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ახალი მეგობრების შეძენა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ თხილის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ელენთას და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ნეფრიტი, ლაზურიტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი სირთულეების მანიშნებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მერწყულს და მშვილდოსანს.
წყარო: fortuna.ge