გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, არ ღირს სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან დღეს დაშვებული შეცდომა, აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ.
მოერიდეთ ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა კონფლიქტების მოგვარებისა და ძველი ურთიერთობების აღსადგენად.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური, საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, კონტრაქტების გაფორმებისა და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად. ნაკლებად გაამართლებს სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოსტნეულით და ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, მარჯანი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო და შავი გაგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ამსტერდამში ტაქსის მძღოლი გვეკითხება, საიდან ხართო? ჩვენ ვუპასუხეთ საიდანაც ვიყავი...“ - რას ჰყვება სტეფანე მღებრიშვილი
🔵„დღეს სიყვარულის მმართველი პლანეტა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადადის“ - რას უნდა ელოდოთ ამ ტრანზიტისგან