სიყვარულის, სილამაზის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 10 დეკემბრამდე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ოპტიმიზმს, კომუნიკაბელურობას და გონებამახვილობას, მეორეს მხრივ, სარკაზმს, სულსწრაფობას და დიქტატურისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს.
აკონტროლეთ ეგოიზმი, მესაკუთრის ინსტინქტები და სხვათა მართვის სურვილი. კარგი დღეა ნეგატიური ენერგიის პოზიტიურად გარდასაქმნელად.
დეტალურად გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია და ობიექტურად შეაფასეთ მიმდინარე მოვლენები, რათა არ გახდეთ საკუთარი ილუზიების მსხვერპლი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საფინანსო და საბანკო ოპერაციები.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ემოციურ და ფიზიკურ დატვირთვას, ნერვიულობას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, ბეჟი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.
ასევე დაგაინტერესებთ👇