Digest Logo

„კარგი დღეა პრობლემებში გასარკვევად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად“ - მიხეილ ცაგარელი

1660280555
ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 15:00-დან 22:46 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის დაპირისპირება ლომი-მერწყულის ზოდიაქალურ ღერძზე გაზრდის ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობას, მოიმატებს აგრესიისა და დეპრესიისადმი მიდრეკილება.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ პრინციპით, „შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“. არ ღირს ილუზიებს აყოლა, უმჯობესია რეალურად შეაფასოთ მოვლენები და იმოქმედოთ შესაბამისად. თავი შეიკავეთ ზედმეტი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ნებისმიერი გამხელილი საიდუმლო ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა პრობლემებში გასარკვევად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ვაჭრობა და კომერცია, ფულის სესხება და ვალად აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. თავი შეიკავეთ ზედმეტი სითხის მიღებისგან. გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით და მოთუშული ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, გიშერი, ციტრინი და ცირკონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.