Digest Logo

„კარგი დღეა უსარგებლო ნივთებისა და ადამიანებისგან გათავისუფლებისთვის“ - მიხეილ ცაგარელი

1687755280
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მგრძნობიარე და ემოციური კირჩხიბის, მთვარე კი, ეთიკური და ელეგანტური სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია კონფლიქტების, არასასიამოვნო სიურპრიზების და ილუზიებით თავის მოტყუების ალბათობა.

კარგი დღეა უსარგებლო ნივთებისა და ადამიანებისგან გათავისუფლებისთვის.

გამოიჩინეთ მეტი სიმტკიცე, დაიცავით საკუთარი პრინციპები, რათა არ აღმოჩნდეთ სხვათა გავლენის ქვეშ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და ხელოვნების ნიმუშების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ავტომობილის ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა –  გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, თუმცა არ ღირს ალერგიული პროდუქტის და ზედმეტი სითხის მიღება. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მისაღებად, მკურნალობის დასაწყებად და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ფარისებრ ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ტოპაზი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს და სასწორს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „შენ კაცი რანაირად მეგონე ნეტა? ბებიაჩემისდროინდელი იუმორით და სუსის აგენტური დავალებების შესრულებით...“ - რატომ დაუპირისპირდა მაკა რაზმაძე იუმორისტ პაატა გულიაშვილს?

🔵 „ძალიან დაგწყვიტეთ გული... ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას“ - ნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი

🔵 „იძულებითი იყო ბოდიში? - ცხადია. მიიღეთ ჩემი აუცილებელი საყვედური და ამავდროულად გამოწვდილი ხელიც“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

წყარო: fortuna.ge