
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 19 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
„ჰოროსკოპი – 19 ივლისი
კლებადი მთვარე, 24/25 მთვარის დღე, კუროში
ვერძი – თქვენი კრეატიულობა დღეს პიკზეა. ნუ დანებდებით, სცადეთ კიდევ ერთხელ – წარმატება გელით.
კურო – ახალი ნაცნობობა და რომანტიკული შესაძლებლობა. იმოქმედეთ აქტიურად – კარგი დღეა გასვლებისთვის.
ტყუპი – გულწრფელობა ახალ შესაძლებლობებს მოიტანს. მცირე მოგზაურობები სასიამოვნო გახდება.
კირჩხიბი – ოჯახური საქმეები წინა პლანზე გადმოიწევს. მიიღეთ დახმარება და შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი.
ლომი – ივარჯიშეთ, იმუშავეთ ჰობიზე – შემოქმედება მოგიტანთ ენერგიას და შთაგონებას.
ქალწული – შესაძლოა მოგიწიოთ უსიამოვნო საქმეების გაკეთება. მოითხოვეთ დახმარება და გამოიყენეთ კრეატივი.
სასწორი – მეტისმეტი გულახდილობა არ გსურთ – თქვენი იდუმალება სხვებს დააინტერესებს.
მორიელი – იღბლიანი დღეა. იმოქმედეთ მტკიცედ – იღბალი და ინტუიცია თქვენს მხარესაა.
მშვილდოსანი – ემოციები მაღალ დონეზეა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე – ეს დაგეხმარებათ სწორი გზის პოვნაში.
თხის რქა – დააკვირდით დეტალებს, მოუსმინეთ სხვებს – მნიშვნელოვანი ინფორმაცია დღის ბოლოს მოვა.
მერწყული – დაალაგეთ საოჯახო საქმეები ერთად. კარგი დროა საქმიანი საუბრისთვის. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.
თევზები – ნაყოფიერი და პოზიტიური დღეა. იმოქმედეთ კრეატიულად – გაიგებთ სასიამოვნო სიახლეს“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„როგორ ჰგავს მამიკოს“ - ჯორჯინა უზკატეგუია ქალიშვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს
⭕„აბა, რას იტყვით, ვგავარ?“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს