„დედამიწა ამჯერად პოზიტიურენერგო ველშია, რაც კარგია. უმჯობესდება განწყობა, ურთიერთგაგება მატულობს და დიდა წარმატების შანსი“ - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
მისი თქმით მიმდინარე კვირაში 3 გეომაგნიტური დღე გვაქვს - სამშაბათი, ოთხშაბათი და კვირა.
„იყავით ამ დღეებში ყურადღებით თუ წნევის პრობლემები იქნება დროულად მიაქციეთ ყურადღება. თუ მაღალი წნევა გექნებათ დალიეთ წამალი, თუ დაბალი ყავა“, - ამბობს ასტროლოგი.
29 იანვარს კი ჩინური ახალი წელი დგება და მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას რჩევებს უზიარებს და გვირჩევს 29-ში თავი შევიკავოთ მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებისგან და კონფლიქტებისგან.
„ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის, აიღეთ 3 ცალი რკინის ერთლარიანი მონეტა და თითოეულს თითო სურვილი ჩაუთქვით. შემდეგ ეს მონეტები გველის სიმბოლური მონეტის გვერდით დადეთ და დილამდე დატოვეთ. გვერდით მიუდგით რაიმე ხის ნაკეთობა და ერთი ჭიქა წყალი. მეორე დღეს მონეტები მოათავსეთ საფულეში ან ყულაბაში – მათი დახარჯვა უმჯობესია წლის მეორე ნახევარში, ივლისიდან.
ასევე შეგიძლიათ აანთოთ 3 ან 9 ცალი სანთელი და ჩაუთქვით სურვილები.
ჩამოწერეთ ფურცელზე 3 ან 9 სურვილი რა გინდათ, რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში და დღეში რამდენჯერმე ჩამოწერეთ.
კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს ჩაატარებთ 16:35 წთ-ზე რადგან ეს დრო არის პიკი, თუ ვერ შეძლებთ დღის ნებისმიერი მონაკვეთში შეგიძლიათ“, - ამბობს ასტროლოგი.
ცაგარელი კვირის კიდევ 2 მნიშვნელოვან მოვლენაზე ამახვილებს ყურადღებას.
„მერკური გონების და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა გადადის მერწყულის ზოდიაქოში 14 თებერვლამდე. კარგია პერიოდია სიახლეებისთვის და ახალი მეგობრების გასაცნობად.
ხუთშაბათს აღმავალი კარმული კვანძი წლინახევრის შემდეგ ტოვებს ვერძის ზოდიაქოს ნიშანს და გადადის თევზებში წლინახევრით. სულიერება წამოწეით წინა პლანზე, აქ ქველმოქმედების დროა“, - ამბობს ასტროლოგი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით