Digest Logo

🎥 „კარგი იქნება თუ ფინანსებს გადახედავთ, შეიტანეთ ცვლილებები“ - 17 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1750139681
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია, ეს დღე საკმაოდ აქტიური, ენერგიული იქნება. მთავარია იყოთ მიზანსწრაფულები. შეგიძლიათ ძალის დემონსტრირება, არ იყოთ პასიურები“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი - კარიერული მიმართულებით საინტერესო დღეა, გადადგით ახალი ნაბიჯები, ნუ აჰყვებით ემოციებს. შესაძლოა საინტერესო პერსპექტივები გამოგიჩნდეთ. 

კურო - სწავლისთვის იდეალური დღეა, შეგიძლიათ წარსულ ქმედებებს დაუბრუნდეთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაგეგმად. 

ტყუპები - უმჯობესია არ იყოთ ზედმეტად აქტიურები, დააკვირდით ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ინტუიცია გიკარნახებთ ვის ენდოთ და ვის არა, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად კარგი დღეა. 

კირჩხიბი - ემოციური დღეა, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში. ეცადეთ გაუგოთ, დაიცვათ ბალანსი, მოუსმინოთ და თქვენც გულახდილები იყოთ. 

ლომი - გჭირდებათ ორგანიზებულობა, ამიტომ დღის გეგმა განსაზღვრეთ. კარგი იქნება შემოქმედებითი საქმიანობა. 

ქალწული - თქვენი დღის წესრიგში პარტნიორული ურთიერთობები დადგება. ახალი ადამიანები, შესაძლებლობები გამოჩნდება. ინტუიციას ენდეთ. მეტი დრო და ყურადღება შვილებს დაუთმეთ. 

სასწორი - იზრუნეთ საკუთარ შინაგან მდგომარეობაზე და იპოვეთ ბალანსი. შემოიტანეთ მეტი კომფორტი. ნებისმიერი ქმედება, რასაც განახორციელებთ, უნდა იყოს საკუთარი თავისთვის.

მორიელი - აქტიური დღეა. ნებისმიერი მოლაპარაკება, შეხვედრა იქნება ხელსაყრელი. შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯები. 

მშვილდოსანი - კარგი იქნება თუ ფინანსებს გადახედავთ, შეიტანეთ ცვლილებები. შესაძლებლობა მოგეცემათ დეტალების გამოსწორების, ანალიზის. 

თხის რქა - საინტერესო დღეა პიროვნული განვითარებისთვის. შეგიძლიათ შეიტანოთ რაღაც ახალი ცხოვრებაში, განვითარდით და ასწავლეთ თქვენს თავს რაღაც ახალი. 

მერწყული - ემოციურები იქნებით, დაგჭირდებათ განმარტოება და ენერგიის აღდგენა. არ არის სასურველი ბევრი საქმის საკუთარ თავზე აღება. 

თევზები - აქტიური იქნებით, შეხვდებით მეგობრებს, გამოჩნდებიან ახალი ადამიანები, ვინც გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ნეთანიაჰუმ 90-იან წლებში პირობა დადო, რომ მოიყვანდა მოშიახს, ანუ მსოფლიოს ლიდერს, ქრისტიანებისთვის ანტიქრისტეა, მუსულმანებისთვის „დაჯალი“ - გიორგი ლობჯანიძე

„თუ ურთიერთობაში ხართ, თავი შეიკავეთ ყურადღების გამოჩენისგან სხვა ადამიანების მიმართ...“ - 17 ივნისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით