Digest Logo

„კარგი პერიოდია ძველი ამბების დასასრულებლად, ისეთი თემების დასახურად, რომლებმაც მოჭამა თავისი დრო“ - ხათუნა ნოელი სავსემთვარეობაზე

1752169799
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პერიოდულად ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც  სავსემთვარეობაზე, „ირმის მთვარეზე“ წერს:

„ამაღამ სავსემთვარეობა, რომელსაც ირმის მთვარესაც უწოდებენ, თხის რქის ზოდიაქოს მე-19 გრადუსზე გვექნება.

რატომ ირმის? იმიტომ თურმე, რომ ითვლება - ამ პერიოდიდან ირმები რქების მოცვლას იწყებენ.

სავსემთვარეობაზე არაფერს ახალს არ ვიწყებთ და არც მომდევნო ორი კვირა არის ამისთვის შესაფერისი.

სამაგიეროდ კარგი პერიოდია ძველი ამბების დასასრულებლად, ისეთი თემების დასახურად, რომლებმაც მოჭამა თავისი დრო.

თხის რქას რა აბარია, ალბათ გახსოვთ - სტრუქტურები, სახელისუფლებო. ვერტიკალი, ბიუროკრატია და ჩინოვნიკები სამშენებლო კონსტრუქციები, კანონები, კიბე, ზღუდე, გალავანი, შიმშილი, სიბერე, წუხილი, ჟანდარმერია და ასე შემდეგ...

რომელი რგოლიც ყველაზე სუსტია, იქ გაწყდება, რახან რქების მოცლაზეა საქმე.

მეტს აღარაფერს დავწერ გარდა იმისა, რომ ბოლო დეკადაში ტრანზიტული მარსი საქართველოს მუნდანური რუკის პლუტონთან მოდის ჰარმონიულ ასპექტში. წესით მნიშვნელოვანი ამბები უნდა მოჰყვეს“, - წერს ხათუნა ნოელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მშვენიერი გოგო“ - ელენე ეპიტაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც თეთრ კაბაში პოზირებს

„ძალიან მოგიხდა კლასიკური სტილი“ - კრისტი ყიფშიძის ახალმა ფოტოებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია

მარიამ შარმანაშვილმა დაბადების დღე საქართველოში გადაიხადა - კადრები საიუბილეო წვეულებიდან