
რამდენიმე თვის წინ ზუმბას ქართველი ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილისა და იტალიელი დირიჟორის – კარლო პონტის ნიშნობა შედგა. მარიამის ცხოვრება სრულიად შეიცვალა მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის მსოფლიო ვარსკვლავის, სოფი ლორენის ვაჟზე იყო შეყვარებული.
რამდენიმე კვირის წინ კარლო პონტი სამთავროს დედათა მონასტერში მოინათლა.
წყვილი საქართველოში ქორწილის გადახდას 26 ივლისს გეგმავს.
მანამდე კი მარიამ შარმანაშვილმა, რომელიც გუშინ 35 წლის გახდა, დაბადების დღე თბილისში გადაიხადა. კადრები საიუბილეო წვეულებიდან მან თავად სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„ქრისტინე და ხუან ბაგრატიონის სტუმრობა ჩემი იუბილეს საუკეთესო დაგვირგვინება იყო, ჩემთვის დიდი პატივია ვიცნობდე მათ ულამაზეს ოჯახს.
მთელი საღამო მეტირებოდა ბედნიერებისგან, 35 წელმა იცის ასე თუ რისი ბრალია ნეტავ?
განსაკუთრებული მადლობა „მუზა ბარს“ ჩემი დაბადების დღის დაგეგმვისთვის და დაუვიწყარი გარემოსთვის, მიყვარხართ.
მადლობა სამყაროს ყველაფრისთვის, პირველ რიგში ამ ადამიანებისთვის, ვისაც გულწრფელად შეუძლია ჩემი ბედნიერების გაზიარება“, - წერს მარიამ შარმანაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ზაფხულის მშვენიერი დღე თბილისში“ - დალი ჩიტალაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
⭕თიკა ჯამბურია შვილთან ერთად ციხისძირში პოზირებს - „ორი ერთნაირი, ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს“