Digest Logo

„კარგი წელია ფეხმძიმობისთვის... მოუფრთხილდით იმიჯს და რეპუტაციას“ - ზოდიაქოს რომელ ნიშანს ელოდება წარმატება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში

1716621436
სოფიო ბზეკალავა

„6 ივნისის ჩათვლით ცაზე საოცრად კარგი ასპექტებია, რაც აუმჯობესებს ადამიანების განწყობას.

იუპიტერი კი გადადის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, სადაც დაახლოებით 1 წელი იქნება. ეს არის პლანეტა რომელიც წარმატების პლანეტად ითვლება და პერიოდი კარგია ტყუპებისთვის, სასწორისთვის და მერწყულისთვის“, - ამის შესახებ ასტროლოგ სოფია ბზეკალავამ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მათი პროგნოზი ასეთია 👇

♈ ვერძი - კომუნიკაციაში გახდებიან ძალიან მარტივები, მიმდინარე ერთი წლის მანძილზე ისინი ლოიალურები არიან მოლაპარაკებისთვის. აქვთ საშუალება ბევრი მოგზაურობის, რომელიც სავსე იქნება ენთუზიაზმით. არის შანსი გაფართოვდეთ, იყიდოთ ბინა ან თქვენ ცხოვრებაში ოჯახურ გარემოში მატება იყოს.

♉ კურო - აგეხილებათ თვალები და გახდებით უფრო თამამები. გაქვთ საშუალება შეიძინოთ ცოდნა და დაიმატოთ ახალი საქმე, რომელიც გაზრდის თქვენ შემოსავალს და არ თქვათ უარი.

♊ტყუპები - არ ენდოთ ყველას და ყველაფერს სიტყვაზე, გაადამოწმეთ ყველაფერი და ჩართეთ თქვენი ლოგიკა და არ ენდოთ ბრმა დაპირებებს. უახლოესი ერთი წლის მანძილზე მიაქციეთ ყურადღება მხედველობას. კარგი წელია ფეხმძიმობისთვის.

♋კირჩხიბი - განთავისულფებით მავნე ჩვევებისგან, რომელზეც დიდი ხანი ფიქრობდით. ამ 1 წლის განმავლობაში განთავისუფლდებით ტოქსიკური ურთიერთობისგანაც.

♌ლომი - გადახედავთ და გაფილტრავთ სამეგობრო წრეს, ასევე გადახედავთ თქვენ გრანდიოზულ გეგმებს და მიხვდებით, რომ ამ გეგმბის ნაბიჯ-ნაბიჯ გაკეთება უკეთესია.

♍ქალწული - გექნებათ სურვილი მოიშოროთ თქვენი წარსული, მაგრამ უმჯობესია სრულად არ ჩაჭრათ ეს ყველაფერი, არ იჩქაროთ და დაიტოვეთ უკან მოსაბრუნებელი გზა.

♎სასწორი - ხდებით მომხიბვლებები სხვის თვალში. მიმდინარე ერთი წლის განმავლობაში გახდებით უფრო ლოილაური და არ მიაქცევთ ყურადღებას ვინ რას ფიქრობს თქვენზე. შესაძლოა დაიწყოთ ურთიერთობა ადამიანთან, ვისაც აქამდეც იცნობდით, თუმცა არ იჩქაროთ ამ 1 წელში არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

♏მორიელი - მოგიწევთ გახდეთ უფრო იოლი და ხელიდან გაუშვათ კონტროლის სურვილი და დიქტატურა, რომელიც თქვენ გიყვართ, სადაც ამ ყველაფერს ეცდებით ფოკუსებს ჩაგიტარებენ. 

♐მშვილდოსანი - მათთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება, თუ კი თქვენ შეხვალთ პროექტებში და სხვადასხვა თამაშში შესაძლოა გაგიმართლოთ და გაიხსნას წარმატების ფანჯარა. როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში უმჯობესია გამოიჩინოთ სიფრთხილე და დააკვირდით დეტალებს.

♑თხის რქა - უმჯობესდება სამსახურეობრივი გარემო, გაქვთ შანსი ისწავლოთ პრაქტიკაზე და იქცეთ მნიშვნელოვან ადამიანად.

♒მერწყული - ხდება გარემოცვის შემცირება. ეს 1 წელი დაგარწმუნებთ იმაში, რომ ყოველთვის გარეთ გავარდნა არ არის საჭირო და ოჯახშიც არიან ადამიანები. 

♓თევზები - მიმდინარე ერთი წელი გამოგიყვანთ კომფორტის ზონიდან, მოუფრთხილდით იმიჯს და რეპუტაციას ყველაფერი ახლა რასაც სასწორზე დადებთ იყავით ფრთხილად. 

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი პირადი მზე 3 წლის გახდა“- რუსკა მაყაშვილის გოგონა იუბილარია

⭕„თინეიჯერი გოგოსავით გამოიყურები, ულამაზესი ხარ“- შორენა ბეგაშვილი პორტოფინოდან ფოტოებს აქვეყნებს