სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones დღის მეტაფიზიკური პროგნოზის შესახებ წერს და საზოგადოებას 10 თებერვლის ტენდენციებზე ინფორმაციას უზიარებს:
„სამშაბათი - 10.02.2026წ
დღის ინდიკატორი - აღმოფხვრაა!
ხის სტიქიის კურდღლის დღეა. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მამლის წელს დაბადებულებს.
კარგია ასეთ დღეს გათავისუფლდეთ ყველაფრისგან რაც ძველია, დრომოჭმული და გამოუსადეგარი. დაგეგმოთ რეცხვა, დალაგება-დასუფთავება. მშვენიერია დიეტის დაწყება.
11:00-13:00
15:00-17:00
21:00-23:00
მავნე ჩვევებთან ბრძოლა და სულიერი პრაქტიკები.
არაა რეკომენდებული მოგზაურობა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სესხის აღება, ქორწინება...
ატარეთ წითელი ფერი“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.