
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია და განსაკუთრებით მოგეთხოვებათ სიფრთხილე და მეტი ყურადღება. კარგი დღეა სამსახურის შეცვლისთვის“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - კარიერული კუთხით შეიძლება მიიღოთ ახალი შეთავაზება და მოგიოწთ სწრაფად გადაწყვეტილების მიღებაც, კარგად დაფიქრდით.
კურო - ეს დღე შეიძლება დამღლელი იყოს, ეცადეთ არ აიღოთ ახალი საქმეები, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები.
ტყუპები - კარგი დღეა კომუნიკაციისთვის, თუმცა უმჯობესია არ აიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა.
კირჩხიბი - ემოციური დღე გელოდებათ, უმჯობესია ეს დღე მშვიდ ოჯახურ გარემოში გაატაროთ, არ გადაიღალოთ და არ დაგეგმოთ ახალი საქმეები.
ლომი - თამამად იმოქმედეთ, მაგრამ შეიძლება სხვას თქვენი შეშურდეს, ამიტომ გადადგით სწორი ნაბიჯები.
ქალწული - კარგი დღეა თვითგანვითარებისთვის.
სასწორი - ეს დღე მნიშნევლოვანია ურთიერთობის კუთხით, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წახვიდეთ დათმობაზეც.
მორიელი - შეიძლება იგრძნოთ, რომ ცვლილებების დრო მოვიდა, არ შეგეშინდეთ საბოლოო ჯამში მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ მოხდა.
მშვილდოსანი - დღეს შესაძლოა მოგეცეთ შანსი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდით. თუმცა გაითვალისწინეთ 2 მომენტი - დღის პირველი ნახევრი უმჯობესია დაუთმოთ მნიშნევლოვან საქმეებს, დღის მეორე ნახევარში არ არის სასურველი სიჩქარე.
თხის რქა - ცვლილებების დღეა, ეცადეთ იყოთ მოქნილები და რაღაცეები სხვა თვალით დაინახოთ. უმჯობესია იყოთ სპონტანურები.
მერწყული - შეგიძლიათ იმოქმედოთ თამადად და ენდოთ ინტუიციას.
თევზები - სასურველია საკუთარ თავს და ფიქრებს ჩაუღრმავდეთ, ყურადღება მიაქციეთ სიმზრებს, რომელსაც ნახავთ, რადგან შეიძლება მიიღოთ მინიშნება მათი მეშვეობით.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: