Digest Logo

ლაგოდეხში 31 წლის კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა - მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა

1794891947
პოლიციის ლენტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 31 წლის კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

შემთხვევა 16 ნოემბერს, კაბალის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფელ უზუნთალაში მოხდა.

როგორც ადგილობრივებმა გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ უთხრეს, კაცი ხელოსანი იყო და ერთ-ერთი ადგილობრივის ფარდულს თუნუქის ფურცლებს აფარებდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს შეეხო.

შემთხვევის ადგილზე მყოფები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი გოგონა დარჩა. მათ შორის უფროსი 5 წლისაა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕ საბა ლაზიშვილი ორგანიზაცია RAF-ში მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს გამართავს - რა არის ცნობილი მის მეტოქეზე?

✕