2026 წელი ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება, მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, წლის პირველ ნახევარში ფავორიტებად კირჩხიბი, მორიელი და თევზები მოიაზრებიან, ხოლო წლის მეორე ნახევარში ლიდერობას ლომი აიღებს.
აღნიშნულ საკითხებზე ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი Yotube-ის არხზე „ჩვენ - ქეთო ანთიძის პოდკასტი“ საუბრობს და 2026 წლის მთავარ ენერგიებზეც გვიზიარებს რჩევებს:
2026 წლის ასტროლოგიური პროგნოზი
60 წელიწადში ერთხელ ხდება ცხენის წელის დადგომა. ვიღაცა იკითხავს: „კი მაგრამ, 12 წლის წინ არ იყო ცხენის წელიწადიო?“ იყო, მაგრამ მინდა ყველას გავაგებინო, რომ თითოეულ წელიწადს განეკუთვნება 5 სტიქიიდან ერთი, მათ შორის ცხენიც. 60 წელში ერთხელ მოდის ცეცხლის სტიქია. სტიქიები გვაძლევს ხასიათის ცვალებადობას. ცეცხლი, მაგალითად, გვაძლევს აქტიურ ენერგიას, კომუნიკაციის უნარს, ლიდერის თვისებებს, უშიშრობას და მებრძოლუნარიანობას. ეს გვეუბნება, რომ არ გვაქვს უფლება სიზარმაცისა და უმოქმედობის.
კი, შევხვდებით მას 31 დეკემბერს, თუმცა წელს ის შემოდის 17 თებერვალს. ცხენი ითხოვს აქტიურობას, ენერგიულობას. ხელს უწყობს სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებს, შვილების გაჩენას და ნათესაური კავშირების აღსადგენად. რაც შეიძლება მეტად დაალაგეთ პირადი ურთიერთობები და გადალახეთ კონფლიქტები - შერიგდით, თუ შესარიგებელია.
17 თებერვალს ასევე მოხდება მზის დაბნელება. როდესაც წელიწადი დაბნელებით იწყება, ეს წელი მშვიდი არ არის. წინა დაბნელებისას, როდესაც კოვიდი შეეყარა სამყაროს, მე მაშინ ეს არ ვახსენე და ხალხი მსაყვედურობდა: „რატომ არ გაგვაფრთხილეო?“ ამიტომ წელს სიტუაცია მარტივი არ იქნება. შესაძლოა იყოს ომები, შეიცვალოს ეკონომიკა, შემოვიდეს ახალი ვალუტა. სამყაროს ვერ ვიცნობთ. ეს მოვლენები მსუბუქები ვერ იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდია.
2026 წლის ფავორიტი ნიშნები
2026 წლის პირველი ნახევარი - ივლისის 15–17 რიცხვამდე კირჩხიბის დროა. მთავარი ფავორიტი სწორედ ეს ნიშანია. მასთან ერთად გამორჩეული პოზიციები ექნება მორიელს, რომელიც განთავისუფლდება შავი მთვარის (ლილიტი) ზემოქმედებისგან, და თევზებს, რომლებსაც პლანეტა სატურნი აღარ შეიზღუდავს. სატურნი გადადის ვერძში, რის გამოც ეს ნიშნებიც გათავისუფლდებიან გარკვეული შეზღუდვებისგან.
წლის მეორე ნახევარში ფავორიტი ნიშანი ხდება ლომი. მშვილდოსანსა და ვერძს მთლად ფავორიტის სტატუსი არ ექნება - ამ დროს შავი მთვარე იქნება სექტემბრამდე მშვილდოსანში, რაც მაცდუნებელ ენერგიას მატებს, ხოლო სატურნი ვერძში მისი ზოგიერთი თავისუფლების შეზღუდვას განაგრძობს.
დანარჩენ ნიშნებისთვის წელი ცუდი არ იქნება, თუმცა პირველ ტურში ჩამოთვლილ ნიშნებს ვერ აჯობებენ“,- აცხადებს მიხეილ ცაგარელი.