Digest Logo

„ხანძრის და ბასრი საგნებისგან მიყენებული ზიანის საშიშროებაა, ამიტომ ფრთხილად იყავით“ - 12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

1726118879
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 12 სექტემბრის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას მოსალოდნელი სიახლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„უკურსო მთვარე გვექნება 04:20სთ-დან 06:36სთ-მდე. 

დღეს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. შეთანხმებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი გვაქვს, მაგრამ თან ახლავს ემოციების უკონტროლობა, ჩხუბის სურვილი, გაღიზიანება, ხანძრის და ბასრი საგნებისგან მიყენებული ზიანის საშიშროებებია, ამიტომ ფრთხილად იყავით ბასრ საგნებთან. 

ჰარმონიული ტრანზიტიც გვაქვს მერკურის სექსტილი მარსთან, ეს ჩვენი გონების და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების ასპექტია. 

დღის პირველ ნახევარში იმპულსურობამ შეიძლება დაგვაშვებინოს შეცდომები, მივხვდებით, რომ სასურველი შედეგები არ გვაქვს. სამსახურში შეცდომების გამო მიიღებთ შენიშვნებს.

ფულის სესხება-გასესხება არარეკომენდებულია, ქიმწმენდაში ნივთების წაღებაც არარეკომენდებულია.

კარგი დღეა შესყიდვებისთვის, დიდი მასიური ნივთების ყიდვისთვის, რაც დიდხანს გვემსახურება“, - ამბობს ხათუნა ნოელი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნიჭიერის“ერთ-ერთ გამომსვლელს სცენაზე ხელი სთხოვეს - კადრები ჩაწერიდან

⭕მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - ამინდის განახლებული პროგნოზი

⭕„რთულ თამაშს ველოდებით, თუმცა მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ“ - გიორგი მამარდაშვილი