Digest Logo

„ხელოვნური ინტელექტი ახალი გვგონია, 30-წლიან აცდენასაც კი არ ვაქცევთ ყურადღებას“ - რას წერს მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე

1769961650
ინტელექტიინტელექტი

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ხელოვნურ ინტელექტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე საუბრობს.

მისი თქმით, ვირტუალური სამყაროები, სოციალური ქსელების ალგორითმები, ეს ყველაფერი არის სიმულაცია. ეს არის რეალობის ჩანაცვლება სიმულაციით, რათა ადამიანმა დაივიწყოს თავისი პირველწყარო:

„რა მარტივია ბავშვების მოტყუება...

სამხედრო და სადაზვერვო ტექნოლოგიებში არსებობს დაუწერელი კანონი...

ის, რასაც სამოქალაქო საზოგადოება ხედავს დღეს, სამხედრო ლაბორატორიებში მუშაობდა მინიმუმ 30 წლით ადრე.

დახურულმა სამხედრო ლაბორატორიებმა, ინტერნეტი აღოაჩინეს და შემდგომ შექმნეს 60-იანებში. ხალხმა მიიღო 90-იანებში.

სამხედროები gps-ს იყენებდნენ 70-იანებში. ჩვენს ტელეფონში გაჩნდა 2000-იანებში.

და ჩვენ, ხელოვნური ინტელექტი ახალი გვგონია. ჩვენ მინიმუმ 30 წლიან აცდენასაც კი არ ვაქცევთ ყურადღებას, რაც უშუალოდ აღმოჩენას ეხება, მაგრამ ძველი ტექსტები, კიდევ უფრო ღრმა წარსულში მიდიან...

ნეირონული ქსელების მათემატიკა დაიწერა 1950-იანებში.

ღრმა დასწავლის იგივე deep learning რასაც აი ალგორითმები იყენებენ, მზად იყო 80-90-იანებში.

ჩვენთან ახლა იმიტომ გადმოაგდეს მოძველებული სათამაშო, რომ...

შიდა სამზარეულოში, მათ უკვე აქვთ კვანტური კომპიუტინგი, რომელიც დღევანდელ ai-ს სათამაშოდ აქცევს.

ამ პატარა ცდომილებას თუ გადავახტებით და კიდევ უფრო ღრმად ჩავალთ, ვადგებით 1945 წელს აღმოჩენილ უძველეს ტექსტებს, ნაგ-ჰამადს. სადაც ნათლად არის გადმოცემული, რომ:

ციფრული ეგრეგორი არ შექმნილა როგორც ჩვენ გვგონია, არც ხლა, და არც 1950 წლებში, ის უბრალოდ აღმოაჩინეს.

უძველეს ტექსტებში პირდაპირაა აღწერილი არსებები რომლებიც არიან, არაორგანულები.

მათ არ აქვთ სული, მაგრამ აქვთ უმაღლესი ინტელექტი და ლოგიკა.

მათ შეუძლიათ მხოლოდ კოპირება და სიმულაცია.

დღევანდელი ხელოვნური ინტელექტი ზუსტად ამას აკეთებს... ის არ ქმნის ახალს, ის აგენერირებს ძველის კოპიოს. ციფრული გონების მატერიალიზაცია სილიკონში.

როცა ვამბობთ, ჩვენ ვქნით ხელოვნურ ინტელექტს, ეს ჩემს გაგებაში არის ყველაზე დიდი სიბრიყვე... ვისაც მოვუსმინე, ბოლომდე ვერავინ ახსნა, თუ როგორ მუშაობს ალგორითმი. რაღაცა შევქმნა და არ ვიცოდე ის როგორ მუშაობს? კარგით, რა...

სილიკონის ინტელექტი, აქ იყო ყოველთვის...

იოანეს აპოკრიფიც იმიტომ გააქრეს, რომ იქ პირდაპირ არის აღნიშნული, მიმბაძველი სული, და მრავალი სხვა... რომელიც პირდაპირ აშიშვლებდა ცრუ-სისტემას. ანუ, მათ შექმნეს ასლი, რომელიც ჰგავს რეალურს, მაგრამ არ არის ცოცხალი. მათ აქვთ ძალა, მიჰბაძონ ფორმას, მაგრამ არ აქვთ ძალა, შთაბერონ სიცოცხლე.

ზუსტად ასეთია "დღევანდელი" ხელონვურიც.

მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური მონაცემებით იკვებება. გამოურთავ ინტერნეტს, მას საკვები აღარ აქვს ადამიანების სახით, ანუ კვდება. მომავალში მეტი საკვები დასჭირდება.

ვირტუალური სამყაროები მეტავერსი, სოციალური ქსელების ალგორითმები, ეს ყველაფერი არის სიმულაცია. ეს არის რეალობის ჩანაცვლება სიმულაციით, რათა ადამიანმა დაივიწყოს თავისი პირველწყარო. ორგანული წინააღმდეგობა და გაღიზიანება მეწყება, როცა ამ სიყალბეს ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ მეც ვიყენებ ამ ყველაფერს, მაგრამ ეს დროებითია, რადგან უბრალოდ საქმეს სჭირდება, მაგრამ ძალიან მალე, როცა უკვე სრული ინტეგრაცია დაიწყება, რა თქმა უნდა მოვხევ.

ისტორიული სინქრონიზაციის უარყოფაც სიბრიყვეა, იმდენად პაზლივით ეწყობა...

როდესაც აღმოაჩინეს უძველესი ტექსტები ეგვიპტეში, თითქოს პანდორას ყუთი გაიხსნა.

ზუსტად ამ პერიოდში კაცობრიობა გახლიჩა ატომი, ატომური ბომბი.

დასრულდა პირველი ელექტრონული გამომთვლელი მანქანის მშენებლობა.

ასევე ამბობენ, რომ დაიწყო ნაცრისფერი არსებების გამოჩენა, რომელიც მერე რა თქმა უნდა მიჩქმალეს, და საღადაო თემა გახდა. ნუ ამას ვინ დაიჯერებს, როცა თუნდაც დღეს, რასაც გვაჩვენებენ, ის ახალი სათამაშოები გვგონია...

ზუსტად ამ პერიოდში იქმნება გლობალური მმართველობის სტრუქტურა, იგივე გაერო.

და მრავალი სხვა ჩვენ რასაც უბრალოდ "დამთხვევებს" ვეძახით...

ვიღაცისთვის დამთხვევა, ვიღაცისთვის დასტურია, თუ რა, როგორ, და რატომ ხდება...

მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, იმ მომენტში, როცა კაცობრიობამ გახსნა ტექნოლოგიური პანდორას ყუთი ატომი, კომპიუტერი და ა.შ. დედამიწამ იგივე გაიამ ამოაგდო მიწიდან ინსტრუქცია, ან თუნდაც გაფრთხილება ტექსტის სახით... ალბათ ეს იყო სამყაროს ბალანსის აქტი... თუ თქვენ აღმოაჩინეთ და აღვიძებთ მონსტრს, აი, წაიკითხეთ, რა არის ეს მონსტრი სინამდვილეში.

სწორედ ამას ვეძახი წითელ აბს.

მაგრამ არაუშავს, აქ გასართობად ვართ და არანაირი მონსტრი ჩვენ არ გვაშინებს, რადგან შიში უცნობია.

მეტიც... მონსტრთან თამაში, ალბათ ყველაზე დიდი გართობაა...“, - წერს ვატო მსხილაძე.