ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტაროლოგი თეა ჩეჩელაშვილი საზოგადოებას სოციალურ ქსელში იმ მარტივ რჩევებს უზიარებს, რისი საშუალებითაც კარგ განწყობას მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნებთ.
მისი თქმით, პირველ რიგში, გაღვიძებისთანავე მნიშვნელოვანია ლოცვა, რაც სიმშვიდის მოსაპოვებლად დაგეხმარებათ:
„მოდი, გეტყვით ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც დილით ადრე უნდა გავაკეთოთ:
დილით გაღვიძებისას ვიფიქროთ ხოლმე, რომ ჩვენ კვლავ გაქვს პრივილეგია ვიყოთ ცოცხლები - ვისუნთქოთ, ვიფიქროთ, დავტკბეთ და გვიყვარდეს...“.
პოსტში გაერთიანებულია დილის საქმიანობები, რომლებიც კარგ განწყობას მთელი დღის განმავლობაში შეგვინარჩუნებს.
• ვილოცოთ. ლოცვა, ყველაზე მარტივიც კი, დაგვეხმარება დღე დავიწყოთ მშვიდად. გაღვიძებისთანავე ხელში ტელეფონის აღებასა და სიახლეების შემოწმებას, დავუთმოთ რამდენიმე წუთი საკუთარ თავს: დავსხდეთ ჩუმ და მყუდრო ადგილას და წავიკითხოთ ლოცვა გულით. დღის განმავლობაში ბევრი დიდი და რთული საქმე გვაქვს ხოლმე - ამიტომაც, ვაჩუქოთ საკუთარ თავს მშვიდი და ჰარმონიული დილა. ლოცვა დაგვეხმარება გავხდეთ მეტად კონცენტრირებულნი, მოტივირებულნი.
• მადლობა გადავუხადოთ საკუთარ თავს. გამოვხატოთ მადლიერება იმისთვის, რაც გვაქვს. ეს პრაქტიკა გვასწავლის ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას - მომდევნო ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვიყოთ მადლიერები წვრილმანი მიღწევებისა და წარმატებების. ეს შეგვმატებს გამძლეობასა და მდგრადობას იმ პრობლემების წინააღმდეგ, რომლებიც დღის განმავლობაში აღმოცენდებიან. ვკითხოთ ჩვენს თავს, რით დავკავდე დღეს? რაც უფრო მალე შევადგენთ დღის განრიგს, მით უფრო ეფექტურად და პროდუქტიულად გამოვიყენებთ დროს. როგორც კი გავაკეთებთ ამას, მოვიტოვოთ განრიგში დრო იმისთვის, რომ მომავალი საქმეები მოვაგვაროთ. (საქმე წინ წავიგდოთ).
• დავლიოთ წყალი. გაღვიძებისთანავე წყლის დალევა საუკეთესო რამაა, რაც ჩვენი ორგანიზმისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ. წყლის მიღების დღიური ნორმის ნახევარი, სწორედ დილის საათებში უნდა დავლიოთ. ეს რიტუალი ორგანიზმს წმენდს ტოქსინებისგან, ამცირებს შიმშილის გრძნობასა და თავის ტკივილის რისკს.
• მსუბუქი ფიზიკური აქტივობა (იოგა, პილატესი). რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც გაღვიძებისას კუნთებსა და სახსრებში სიმსუბუქეს გრძნობს. ფიზიკური აქტივობის ჩვევაში დანერგვა კი არც ისეთი მარტივია როგორც ჩანს. კვლევები გვიჩვენებს, რომ დილის აქტივობა გვმატებს მოქნილობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს სტრესს. ამასთან, ეს ტონუსში ჩასადგომადაც დაგვეხმარება.
• მოვუსმინოთ მუსიკას. დღის მუსიკის მოსმენით დაწყება დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს, გავიუმჯობესებთ განწყობას, დავიმუხტებით დადებითი ენერგიით, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგვყვება. მუსიკას შეუძლია გაზარდოს ჩვენი მოტივაცია და ქმედითობა. ამიტომაც, გავახაროთ ჩვენი თავი.
• გავიღიმოთ. დავიწყოთ დღე ღიმილით. ის დადებითად მოქმედებს ჩვენს ზოგად მდგომარეობასა და განწყობაზე, მაშინაც კი თუ სასიხარულო ცხოვრებაში არაფერი ხდება. ღიმილი გარშემო მყოფების ნდობის მოპოვებაშიც გვიწყობს ხელს. გვახსოვდეს - წარმატებული ადამიანები პოზიტიურად აზროვნებენ.
• მოვაწესრიგოთ სივრცე. ხანდახან, დატვირთული გრაფიკის გამო, შეიძლება, ტანსაცმელი აქა იქ დავყაროთ, დავტოვოთ გასარეცხი ჭურჭელი, არ გადავყაროთ ნაგავი. ეს ყველაფერი ნელ ნელა გროვდება და ბოლოს ერთიანად დალაგება გვეზარება. წარმოვიდგინოთ რა მაგარია, როცა სახლში დაბრუნებისას ყველაფერი წესრიგში გვხვდება. ამ დროს შეგვიძლია უბრალოდ მოვდუნდეთ და დავისვენოთ.
• პირველ რიგში გავაკეთოთ ყველაზე რთული საქმე. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ დილაობით წვრილმანი საქმეების გაკეთება სჯობდეს, თუმცა თუ თავიდანვე ყველაზე რთულ საქმეს შევასრულებთ, სხვა დანარჩენი გაცილებით სწრაფად და მარტივად დალაგდება. ეს მეთოდი შესანიშნავია პროკრასტინაციის წინააღმდეგ საბრძოლველადაც“, - წერს თეა ჩეჩელაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕22 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით
🎥 „დღეს კიდევ ერთხელ იყო ექიმთან ვიზიტზე...“ - რას წერს „დანტესი“ ლილიანას მდგომარეობაზე