Digest Logo

ხიდი წარსულსა და მომავალს შორის - როგორი იქნება 29 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

1766990880
	ჰოროსკოპი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს კვირა წარსულსა და მომავალს შორის ერთგვარი ხიდია. მერკურის დაძაბული ასპექტები გვიბიძგებს, უკვე გასულ წელს გადავხედოთ, შეცდომებზე დავფიქრდეთ, მიღწეული შედეგებით ვიამაყოთ და სამომავლო გეგმებზეც ვიფიქროთ.

29 და 30 დეკემბერს მერკური სატურნთან კვადრატურას ქმნის. ეს დღეები ჩვენგან მოითხოვს, რომ შევჩერდეთ, გადავხედოთ გეგმებს და ვაღიაროთ ის, რაც დიდი ხანია, მოქმედებას საჭიროებს. რეალობას ვაწყდებით ყოველგვარი შელამაზების გარეშე. 2025 წლის ბოლო დღეები გვაიძულებს, არსებულ პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებზე კარგად დავფიქრდეთ და მათი გადაჭრის მკაფიო გეგმა და განრიგი გავწეროთ.

31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს მერკური ნეპტუნთან ქმნის კვადრატურას და ენერგია მკვეთრად იცვლება.

შესაძლოა, გავაიდეალუროთ ისიც კი, რაც კარგი საერთოდ არ არის. ამიტომ, ამ პერიოდში მკაფიო დაპირებების გაცემას მოერიდეთ. შესაძლოა, მათი შესრულება ვერ შეძლოთ. 

თვის კულმინაცია იანვრის პირველ დღეებში ხდება, როდესაც მზე, მარსი და ვენერა თხის რქაში იკრიბებიან და სტელიუმს ქმნიან - ენერგია, რომელიც სრულად ჩამოყალიბდება და თვის შუა რიცხვებამდე ჩვენზე გავლენას მოახდენს. ეს ძალის, ნებისყოფისა და შემოქმედებითი იმპულსის იშვიათი კონცენტრაციაა, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი მიზნების განხორციელება დაიწყოს და წარმატებას მიაღწიოს.

უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 29 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:

ვერძი

ეს კვირა გაიძულებთ, ტემპი შეანელოთ და საკუთარ გეგმებს ფხიზელი თვალით შეხედოთ. გარემოებები დისციპლინას მოითხოვს, მაგრამ მერკურს, სატურნსა და ნეპტუნს შორის დაძაბულმა ასპექტმა შესაძლოა, გარკვეული შეთანხმებები დაარღვიოს. 1-ელი იანვრიდან განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი გელით. საკმარისი თავდაჯერებულობა, ენერგია და მოტივაცია გექნებათ იმისათვის, რომ გრძელვადიან პროექტებზე, დაწინაურებაზე, თვითგანვითარებასა და მეტ ფინანსურ სარგებელზე იფიქროთ. 

კურო

შესაძლოა, მერკურის გავლენით ძველი შიშები კვლავ გააქტიურდეს და ეჭვი შეგეპაროთ იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც წარმატების მიღწევისთვის მიიღეთ. მაგრამ თხის რქაში სტელიუმი თქვენს მმართველ ვენერასთან ერთად სტაბილურობასა და ჰორიზონტების გაფართოების სურვილს მოგიტანთ. კვირა პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ახალი საქმეების დასაგეგმად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად შესანიშნავია.

ტყუპები

თქვენი მმართველი პლანეტა, მერკური, ორ რთულ ასპექტს განიცდის. ამიტომ, შესაძლოა, მიმდინარე კვირის განმავლობაში ემოციური არასტაბილურობა იგრძნოთ, გარკვეული შეფერხებები შეგხვდეთ და ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდეს. თუმცა, 2 იანვრიდან მერკური თხის რქაში გადადის, რაც მოგცემთ შესაბამის ძალასა და ნებისყოფას, რომ სერიოზული საკითხები გადაჭრათ. მათ შორის, ფინანსების, ვალდებულებებისა და სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრის კუთხით.

კირჩხიბი

ურთიერთობები კვირის მთავარი თემა ხდება. რთულმა პლანეტურმა ასპექტებმა შეიძლება, დაძაბულობა ან არასწორი კომუნიკაცია შექმნას, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში თხის რქაში სტელიუმი პარტნიორობას აძლიერებს და დაგეხმარებათ, გულწრფელ და თქვენთვის მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწიოთ. შაბათ-კვირისთვის შინაგანი შფოთვა, ეჭვები საბოლოოდ გაქრება, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ გრძელვადიან პერსპექტივებზე იფიქროთ და იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

ლომი

სამსახური და ჯანმრთელობა ცენტრალურ ადგილს იკავებს. ამ კვირაში მეტი ფოკუსირება, მკაფიო გრაფიკი და ყურადღება თქვენს ჯანმრთელობაზე, სამუშაოსა და დასვენებაზე აუცილებელია. შეეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად რეალისტურად შეაფასოთ და ამავდროულად, არ გასცეთ ისეთი დაპირებები, რომლებსაც ვერ შეასრულებთ. თუკი წლის დასაწყისში თქვენს საქმეებზე, შესასრულებელ ვალდებულებებზე კონცენტრირდებით, სასურველ შედეგს მიაღწევთ.

ქალწული

თქვენი შემოქმედებითი ენერგია შესაძლოა, სათანადოდ ვერ დაფასდეს და ეჭვებმა, არათავდაჯერებულობამ თავადაც დაგაზიანოთ. თუმცა, თხის რქაში სტელიუმი შთაგონების ძლიერ სტიმულს მოგცემთ და იდეების სტრუქტურირებასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში გაქვთ შანსი, სიცხადესა და სტაბილურობას მიაღწიოთ. იდეალური პერიოდია წლის სტრატეგიის შესამუშავებლად, მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოსაწესრიგებლად და ძველი ვალდებულებების საბოლოოდ დასასრულებლად.

სასწორი

სახლი, ოჯახი და თქვენი ემოციური სივრცე კვირის მთავარი თემები ხდება. შესაძლოა, ძველი კითხვები ან გამოუთქმელი საკითხები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებდათ, კვლავ გააქტიურდეს. თუმცა, ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. წლის დასაწყისის ძლიერი, ფოკუსირებული ენერგია მკაფიო საზღვრების ჩამოყალიბებასა და სამომავლო გეგმების განსაზღვრაში დაგეხმარებათ. ახლა შეგიძლიათ, ახალ, საინტერესო ციკლს საფუძველი ჩაუყაროთ და მომავალში წარმატებას მიაღწიოთ.

მორიელი

მიმდინარე კვირის დასაწყისში უმჯობესია, თქვენს სიტყვებთან ფრთხილად იყოთ, რომ გაუგებრობები და ზედმეტი ემოციები თავიდან აირიდოთ. კომუნიკაცია ზოგჯერ შეიძლება, ცოტა ბუნდოვანი ჩანდეს, ამიტომ უმჯობესია, ინფორმაცია ორჯერ გადაამოწმოთ და ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ. კვირის ბოლოსკენ სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და გრძელვადიანი გეგმების შემუშავებას შეძლებთ.

მშვილდოსანი

ფინანსური რესურსების საკითხები წინა პლანზე წამოიწევს, რაც გაიძულებთ, თქვენს ხარჯებს, გეგმებსა და პრიორიტეტებს გადახედოთ. შესაძლოა, კვირის დასაწყისში გარკვეული დაბრკოლებები შეგხვდეთ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგეპაროთ. მაგრამ, კვირის ბოლოსთვის, უფრო ფოკუსირებული, პრაგმატული ენერგია იჩენს თავს, რაც დაგეხმარებათ, ფინანსური საკითხები უკეთ გადაჭრათ.

თხის რქა

წინ ძალიან წარმატებული პერიოდი გელოდებათ. თქვენს ნიშანში სტელიუმი საშუალებას გაძლევთ, თავდაჯერებულად, ზედმეტი ეჭვების გარეშე იმოქმედოთ. ახალ წელს საკმაოდ დადებითი ენერგიით, მოტივაციით შეხვდებით, რაც დაგეხმარებათ შემართება შეინარჩუნოთ, ძველი პროექტები საბოლოოდ დაასრულოთ და გზა სიახლეებს დაუთმოთ. სიახლეებისთვის კი მიმდინარე კვირის განმავლობაში ხელსაყრელ შეთავაზებებს მიიღებთ.

მერწყული

პირადი საზღვრების, დაღლილობისა და ძველი ვალდებულებების საკითხები, რომლებიც დიდი ხანია, გაწუხებთ, თავს კვლავ შეგახსენებთ. წლის დასაწყისის ენერგია დაუმთავრებელი ციკლების დახურვაში, ზედმეტისგან გათავისუფლებასა და შინაგან ტრანსფორმაციაში დაგეხმარებათ. თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენები გიბიძგებთ, გააცნობიეროთ, რომ დროა, უფრო მკაფიო მიზნები დაისახოთ და მოძველებულ ურთიერთობებზე უარი საბოლოოდ თქვათ.

თევზები

თქვენი ინტუიცია გაძლიერებულია. მაგრამ, კვირის დასაწყისში შესაძლოა, გარკვეული დაბნეულობა იგრძნოთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ინფორმაცია რამდენჯერმე გადაამოწმოთ და გადაწყვეტილებები ისე მიიღოთ. კვირის მეორე ნახევრის ენერგია მკაფიო კურსის დაგეგმვასა და საინტერესო ადამიანებთან გაერთიანებაში დაგეხმარებათ. იგრძნობთ, რომ დროა, თანამოაზრეები შემოიკრიბოთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმის განხორციელება დაიწყოთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸 როგორი ნაძვის ხეებით ხვდებიან საქართველოს ქალაქები 2026 წელს

⭕„იდეალური დღეა საყიდლების დასასრულებლად და სადღესასწაულო მენიუს მოსაფიქრებლად“ - 29 დეკემბრის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის

⭕ ელჭექი, ნისლი და ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

წყარო: www.beaumonde.ge