Digest Logo

„ხშირად პასუხობს იმ კითხვებს, რომლებიც ქვეცნობიერად გვაწუხებს“ - თამარ ხოსროშვილი ასტროლოგიური რუკების ანალიზზე

1760802620
თამარ ხოსროშვილ

ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში ასტროლოგიური რუკების ანალიზზე საუბრობს და ამბობს, რომ ნატალური რუკა გვაჩვენებს, რისკენ ისწრაფვის ადამიანი, რა რესურსებს ეყრდნობა, როგორია მისი პირადი ურთიერთობები, პროფესიული ტენდენციები, ნიჭის გამოვლენის გზები, მშობლებთან კავშირი, ჯანმრთელობის ფონი და შვილებთან დაკავშირებული საკითხები:

„მეგობრებო, ასტროლოგიური რუკების ანალიზი უკვე წარმოადგენს ჩემი პრაქტიკის მნიშვნელოვან ნაწილს. ამ ეტაპზე შესაძლებელია კონსულტაცია შემდეგ მიმართულებებით:

1. ნატალური რუკის ინტერპრეტაცია - ეფუძნება იმ ენერგეტიკულ პირობას, რომელიც თითოეული ადამიანის დაბადების მომენტში ფიქსირდება. რუკაში იკვეთება ნიჭი, ძლიერი მხარეები, განვითარების პოტენციალი და ის თემები, რომლებიც ცნობიერების ამაღლებას საჭიროებს. ჩანს, რა მიმართულებით აწყდება ადამიანი გამოწვევებს, რა ფორმით ვლინდება ეს გამოწვევები და როგორია მათთან მუშაობის ოპტიმალური გზა.

ნატალური რუკა გვაჩვენებს, რისკენ ისწრაფვის ადამიანი, რა რესურსებს ეყრდნობა, როგორია მისი პირადი ურთიერთობები, პროფესიული ტენდენციები, ნიჭის გამოვლენის გზები, მშობლებთან კავშირი, ჯანმრთელობის ფონი და შვილებთან დაკავშირებული საკითხები.
კარმული კვანძები ასახავს იმ გამოცდილებას, რომელსაც ადამიანი უკვე ფლობს და იმ მიმართულებას, სადაც სული ისწრაფვის განვითარებისთვის. კვანძის ასპექტები და პლანეტარული ბალანსი გვიჩვენებს, რამდენად ახლოს დგას ადამიანი ამ გზასთან.

ასტროლოგიური ანალიზი ხშირად პასუხობს იმ კითხვებს, რომლებიც ქვეცნობიერად გვაწუხებს. გაცნობიერება კი წარმოადგენს პირველ ნაბიჯს ცვლილებისკენ.

2. სინასტრიული რუკა - ორი ადამიანის ენერგეტიკული თანხვედრის ანალიზს წარმოადგენს. აქ ჩანს, რამდენად ჰარმონიულია კავშირი, სად იჩენს თავს დაძაბულობა, როგორ ეხმარებიან პარტნიორები ერთმანეთს და რამდენად ემთხვევა მათი მიზნები. ღრმა სინასტრიული ანალიზი ასევე გვიჩვენებს, როგორია ურთიერთობის განვითარების პოტენციალი — დროებითია ეს კავშირი თუ მყარ საფუძველს ეყრდნობა.

3. სოლარული რუკა - ყოველწლიური ტენდენციების ანალიზს ემსახურება. ის გვაჩვენებს წლის ზოგად „ტემპერატურას“ — მთავარ თემას, განვითარების მიმართულებებს, ემოციურ ფონს, ენერგიის განაწილების არეალს. რამდენად გარდამტეხი იქნება წელი ჩვენს ცხოვრებაში და რა პერიოდში იჩენენ თავს ძირითადი მოვლენები. სად მოხვდება წლის დაბნელებები ჩვენს რუკაში და რამდენად მნიშვნელოვნად შეგვეხება მათი გავლენა.

4. რუკის რექტიფიკაცია - დაბადების ზუსტი დროის დადგენა“, - წერს თამარ ხოსროშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ინახავს გადაუმუშავებელ ემოციებს: შიშს, ტკივილს, დათრგუნვას, უარყოფას“ - საშვილოსნოს ენერგეტიკული მნიშვნელობა

„დროა, სიმართლე გავიგოთ... შეწყვიტეთ კალორიების თვლა და დაიწყეთ ჰორმონებზე ფიქრი“ - რას წერს ნატა გაგუა

„ყოველ დილით და ღამით, ასრულებთ მინიმუმ 45 დღე“ - „საშინაო დავალება“ ქეთევან ჯანდიერისგან