Digest Logo

„კონტროლის სურვილია, ცდილობს მომავალს ფორმა მისცეს, განსაზღვროს ადამიანები და როცა მოლოდინი იშლება, ადამიანი გრძნობს ღალატს“ - რას წერს თეო ხაბულიანი

1772620716
თეო ხაბულიანი

პიროვნული განვითარების მენტორი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მოლოდინი კონტროლის სურვილია. ის ცდილობს მომავალს ფორმა მისცეს, განსაზღვროს ადამიანები, სიტუაციები, პასუხები, მაგრამ ცხოვრება დინებაა, ის არ ემორჩილება გონების ნახაზს. 

მისი თმით, მოლოდინი აცრუებს იმედს მაშინ, როცა იმედი დამოკიდებულია კონკრეტულ შედეგზე, მაგრამ თუ იმედი დაფუძნებულია შინაგან სიმშვიდეზე ის ვერასოდეს გაცრუვდება:

„მოლოდინი აცრუებს იმედს. მოლოდინი არის გონების მიერ შექმნილი სცენარი. იმედი კი გულის რწმენა, რომ სამყარო თავის დროზე და თავის ფორმით გაგვიხსნის კარს. როცა ეს ორი ერთმანეთში ირევა, ტკივილი იბადება.
ჩვენ ხშირად არ გვტკივა რეალობა, გვტკივა ის, რომ რეალობა არ დაემთხვა ჩვენს წარმოდგენას.

მოლოდინი ნიშნავს, რომ „ეს ასე უნდა მოხდესო“. იმედი კი ნიშნავს, რომ „მე ვენდობი, რომ რაც უნდა მოხდეს, ჩემი გზის ნაწილიაო“.

მოლოდინი კონტროლის სურვილია. ის ცდილობს მომავალს ფორმა მისცეს, განსაზღვროს ადამიანები, სიტუაციები, პასუხები, მაგრამ ცხოვრება დინებაა ის არ ემორჩილება გონების ნახაზს. როცა მოლოდინი იშლება, ადამიანი გრძნობს ღალატს, იმედგაცრუებას, სიცარიელეს და იმსხვრევა, სინამდვილეში კი დაიშალა მხოლოდ წარმოსახვა და არა თვითონ.

მოლოდინი არის მიჯაჭვულობა ფორმაზე. ჩვენ ვეკვრით კონკრეტულ შედეგს და ვივიწყებთ, რომ ენერგია ყოველთვის მოძრაობაშია. რაც უფრო ძლიერია მიჯაჭვულობა, მით უფრო ძლიერია იმედგაცრუება. რადგან სამყარო არა სურვილს, არამედ შინაგან მდგომარეობას პასუხობს.

თვითონ მოლოდინი ხშირად ქვეცნობიერი მოთხოვნილებიდან მოდის ,გვინდა დაგვინახონ, დაგვაფასონ, გვიპასუხონ ისე, როგორც ჩვენ გვესმის სიყვარული. როცა ეს არ ხდება, ძველი ტკივილები აქტიურდება.ამ დროს რეალობა კი არა, ჩვენი დაუსრულებელი ჭრილობა გვტკივა.

სულიერად რომ შევხედოთ, მოლოდინი ნიშნავს ნდობის ნაკლებობას. ჩვენ ვამბობთ რომ „მე ვიცი, როგორ უნდა განვითარდეს ჩემი გზაო.“ მაგრამ ღვთიური წესრიგი ბევრად ფართოა, ვიდრე ჩვენი პერსონალური სცენარი. ზოგჯერ ის, რაც არ მოხდა, იყო ჩვენი გადარჩენა. ზოგჯერ დაგვიანება არის მომწიფება. ზოგჯერ უარი არის მიმართულების შეცვლა.

მოლოდინი აცრუებს იმედს მაშინ, როცა იმედი დამოკიდებულია კონკრეტულ შედეგზე, მაგრამ თუ იმედი დაფუძნებულია შინაგან სიმშვიდეზე ის ვერასოდეს გაცრუვდება. ნამდვილი თავისუფლება იწყება იქ, სადაც ადამიანი უშვებს მოლოდინს და ირჩევს მიმღებლობას. ეს ნიშნავს ცნობიერ თანხმობას სიცოცხლესთან „მე ვიქნები ღია იმისთვის, რაც მოდის“.

როცა მოლოდინი ქრება, სიყვარული სუფთავდება. ჩვენ აღარ ვითხოვთ, რომ ვინმე იყოს ჩვენი შინაგანი სიცარიელის შემავსებელი. ჩვენ ვხდებით მთლიანი საკუთარ თავში. და სწორედ მაშინ, პარადოქსულად, ცხოვრება იწყებს იმაზე მეტის მოცემას, ვიდრე ოდესმე მოველოდით.

იმედი არ არის გარედან მომავალი შედეგი. იმედი არის შინაგანი სინათლე, რომელიც მაშინაც ანათებს, როცა გზა თითქოს ბნელია და როცა იმედს ვათავისუფლებთ მოლოდინისგან ის გარდაიქმნება ნდობად. და სასწაულის მომსწრენი ვხდებით.

ანუ მოლოდინებში ცხოვრება გონების მიერ აშენებული სამყაროა. როცა ადამიანი მოლოდინებში ცხოვრობს,ყოველი მომენტი ფასდება არა იმით, რაც არის, არამედ იმით, რაც „უნდა ყოფილიყო“.

ასეთი ადამიანი მუდმივად შინაგან დიალოგშია რომ „რატომ არ დამირეკა?“

„რატომ არ მოიქცა ისე, როგორც ვიფიქრებდი?“

„ამდენი გავაკეთე და რატომ არ დაფასდა?“

ბავშვი, რომელსაც მშობელი მხოლოდ მაშინ აქებდა, როცა „კარგად იქცეოდა“, იზრდება და ქვეცნობიერად ელის, რომ სიყვარულს მიღწევით მიიღებს.

ზრდასრულ ასაკში ის პარტნიორს ელის, რომ მუდმივად დაადასტუროს მისი ღირებულება.თუ ეს არ ხდება იბადება იმედგაცრუება.

რეალურად რა ხდება?

მისი ქვეცნობიერი ამბობს, რომ „თუ მე საკმარისი ვარ, მაშინ სხვაც ასე მომექცევაო“.

მოლოდინი აქ არის შიში, შიში, რომ კვლავ არ დავფასდებიო. შენი შინაგანი რწმენა განსაზღვრავს აღქმას. შენ ხედავ არა იმას, რაც არის არამედ იმას, რისიც გჯერა. სამყაროს ერთ-ერთი კანონზომიერებაა, რომ შიდა პროგრამა ქმნის გარე გამოცდილებას. თუ პროგრამა გაქვს, რომ „სიყვარული უნდა იყოს ასეთი“ შენ ვერ მიიღებ სიყვარულს, რომელიც სხვანაირია.

მოლოდინი ენერგიას ბლოკავს. მაგ დროს ადამიანი ამბობს რომ მე მზად ვარო ბედნიერებისთვის, მაგრამ მხოლოდ ამ ფორმით რითაც მე მინდაო. სამყარო კი მოძრაობს თავისუფლების პრინციპით.რაც უფრო იჭერ, მით უფრო გეცლება ხელიდან.

ადამიანი ელოდება კონკრეტულ სამსახურს, კონკრეტულ თანხას, კონკრეტულ პოზიციას. უარს ამბობს სხვა შესაძლებლობებზე, რადგან „ეს არ არის ის, რაც უნდა იყოსო“.

წლები გადის და ის რჩება ლოდინში, ხოლო როდესაც საბოლოოდ უშვებს ამას ხშირად მოულოდნელად ჩნდება უკეთესი გზა. რატომ? რადგან ენერგია განთავისუფლდა. სამყარო არ რეაგირებს სურვილზე.ის რეაგირებს მდგომარეობაზე.

თუ შენი შინაგანი მდგომარეობაა უკმარისობა,შენ შექმნი სიტუაციებს, სადაც ისევ იგრძნობ უკმარისობას.
თუ შენი მდგომარეობაა ნდობა,რეალობა თანდათან ამ ნდობის შესაბამის ფორმას მიიღებს. მოლოდინში მცხოვრები ადამიანი ფიქრობს,  რომ როცა ეს მოხდება, მაშინ ვიქნები მშვიდადო, მაგრამ კანონზომიერება ასეთია რომ შენ ჯერ უნდა გახდე ის მდგომარეობა, რასაც ელოდები.

სიმშვიდე არ მოდის შედეგის შემდეგ. შედეგი მოდის სიმშვიდის შემდეგ. ადამიანი, რომელიც მოლოდინებში ცხოვრობს,ხშირად არის მოწყენილი, თუმცა ვერ ხსნის რატომ.

ადარებს საკუთარ ცხოვრებას სხვებისას.ფიქრობს, რომ „ცხოვრება მის მიმართ უსამართლოა“.მუდმივად ეძებს დამადასტურებელ ნიშნებს, რომ უყვართ.შფოთავს ყველაფერზე რაც ხდება. ვერ ხარობს სრულად, რადგან გონება მომავალშია.

მოლოდინი არის ილუზია, რომ ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვითარდებოდეს ცხოვრება, მაგრამ სული იზრდება მოულოდნელობით. განვითარება მოდის იქიდან, რაც არ იყო დაგეგმილი ჩვენს მიერ.

როცა ადამიანი უშვებს მოლოდინს, ის არ კარგავს იმედს. ის გადადის ნდობაში. ნდობა ნიშნავს რომ
„რაც მოდის, მოდის ჩემი ევოლუციისთვის“.

მოლოდინი არის კონტროლი და როცა ადამიანი გადადის ნდობაში მისი ცხოვრება აღარ არის ლოდინი არამედ მიედინება მარადიულ აწმყოში.

ანუ მოლოდინი არის მიჯაჭვულობის ერთ-ერთი ფორმა კონკრეტულ შედეგზე, ადამიანზე, ან მსგავსზე. „მოლოდინი ნიშნავს, რომ შენი გონება მომავალში ცხოვრობს“.

იმედგაცრუება კი მხოლოდ იმის ნიშანია, რომ გონება რეალობას ეწინააღმდეგება.

„გახდი ის მდგომარეობა, რაც გინდა რომ მიიღო“, - წერს თეო ხაბულიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

♎️სასწორების გაზაფხული: ძველი ციკლის დასასრული და გათავისუფლება - „სხეულში სიმსუბუქე, გონებაში სიცხადე, კონტრაქტი დახურულია, გზა ხსნილი“

„მარტო ყოფნა დღეს დანაშაულია, გაუზიარეთ თქვენი სიხარული სხვებს, პრობლემები დროებით გვერდზე გადადეთ“ - 4 მარტის ტაროლოგიური პროგნოზი

როდემდე გაგრძელდება საქართველოში ცივი ამინდები? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი