Digest Logo

„კვერთხების ხუთიანი“ არის შეჯიბრების, კამათის და საკუთარი სიმართლის დამტკიცების დღე“ - 29 იანვრის ტაროლოგიური პროგნოზი

1769672210
 ტაროლოგიური პროგნოზი

ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი, ტაროლოგი, რომელიც „ფეისბუკზე“ Abagael Bagi-ის სახელით არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში 29 იანვრის ტაროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს.

„29 იანვარი: „კვერთხების ხუთიანი" - კონკურენცია და დრაივი

ზოგადი დღის ფონი: ხუთშაბათი იქნება ხმაურიანი და დაძაბული. „კვერთხების ხუთიანი" არის შეჯიბრების, კამათის და საკუთარი სიმართლის დამტკიცების დღე. ეს არ არის ომი, ეს არის სპორტული ინტერესი - ვინ არის უკეთესი? მოემზადეთ აქტიურობისთვის.

მნიშვნელოვანი საკითხები: მოგიწევთ საკუთარი პოზიციების დაცვა. სამსახურში შესაძლოა იყოს დებატები ან კონკურენცია კოლეგებთან. ნუ შეგეშინდებათ კონფლიქტის - ამ კამათში იბადება ჭეშმარიტება. იბრძოლეთ პირველობისთვის!

ურთიერთობები: „იტალიური ოჯახი“ - ვნებიანი კამათი და შემდეგ ტკბილი შერიგება. წყვილებში შესაძლოა იყოს მცირე გაუგებრობები, მაგრამ ეს ურთიერთობას მხოლოდ აცოცხლებს.

ფინანსები: ფულისთვის ბრძოლა მოგიწევთ. კონკურენტებს არ სძინავთ. იყავით უფრო აქტიური და აგრესიული (კარგი გაგებით) ბაზარზე.

ჯანმრთელობა: ადრენალინი მაღალია. კარგი დღეა სპორტული შეჯიბრებებისთვის, ვარჯიშისთვის. ენერგია უნდა დაიხარჯოს, თორემ აგრესიაში გადავა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„აიღეთ თასი, აავსეთ სუფთა წყლით და ჩააგდეთ მასში ვერცხლისფერი მონეტა“ - იუპიტერის რიტუალი, რომელიც ხუთშაბათს უნდა ჩაატაროთ

⭕ჟასმინის ფორმა და ზღაპრული ტორტი - როგორ აღნიშნა ანნა სულაბერიძემ 6 წლის იუბილე

⭕„შესაძლოა კონფლიქტები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან, გამოიჩინეთ სიფრთხილე“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი