ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც სიცოცხლის ყვავილზე და მის მნიშვნელობაზე წერს:
„სიცოცხლის ყვავილზე გსმენიათ? მიუხედავად იმისა, რომ ეს ამ სიმბოლოს თანამედროვე სახელწოდებაა, ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სიმბოლოა.
ეს სიმბოლო პირველად საღვთო ქალაქ აბიდოსში, ოსირისის ტაძრის ერთ-ერთ კედელზე აღმოაჩინეს, ის დაახლოებით 6000 წლისაა.
სიცოცხლის ყვავილი არ მიეკუთვნება არცერთ რელიგიურ სიმბოლიკას, თუმცა მას სასულიერო პრაქტიკებსა და ტრადიციებში ხშირად შეხვდებით.
სიცოცხლის ყვავილის სიმბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი წრეა. წრე უსასრულობისა და ციკლურობის, მზის, სიცოცხლის სიმბოლოა.
ერთ-ერთი ვერსიით სიცოცხლის ყვავილი, კვერცხუჯრედიდან ადამიანის განვითარების ციკლსა და დაბადების პროცესს ასახავს.
ერთი ძირითად წრის გარშემო 6 წრე სიმეტრიულად ლაგდება, თითოეული წრე სიმეტრიულად კვეთს მომდევნო წრეებს. ყველა ეს ფურცელი - წრე წარმოადგენს ადამიანის ცნობიერების ცალკეულ ასპექტს. მაგ: ენერგეტიკულ ცენტრებს, ჩაკრებს და სხვა.
ითვლება, რომ ამ საოცარი სიმბოლოს დახატვას ან მასთან ნებისმიერ ურთიერთქმედებას თერაპიული გავლენა აქვს.
სიცოცხლის ყვავილი არის ჰარმონიისა და ბალანსის სიმბოლიზაცია, ის თითქოს ადამიანს „სამყაროს ბიო რითმში“ რთავს, მუხტავს სასიცოცხლო ენერგიით.
პოლარობების ბალანსით ნებისმიერ დონეზე ჰარმონიზაციას უწყობს ხელს, შიდა კონფლიქტი წყდება, ინ-იანი ბალანსდება.
ამბობენ, რომ ამ სიმბოლოს დახმარებით ადამიანების განკურნება და გაახალგაზრდავებაც კი იყო შესაძლებელი“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საუკეთესო პაემანი“ - თიკა ფაცაცია ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს
⭕დღეს, 14 ნოემბერს წმინდა მკურნალების კოზმა და დამიანეს ხსენების დღეა - ლოცვა მათ წინაშე საკითხავი
⭕„ახალი დღე, ახალი ენერგია...“ - რა კადრებს აქვეყნებს ლიკა კვარაცხელია