Digest Logo

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი - „ეს პერიოდი გვაიძულებს მოულოდნელ ცვლილებებს... დაბნელების პიკის შემდეგ ცაზე მხარდაჭერითი ენერგია იკვეთება“

1787548895
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

დაბნელების დერეფანი გრძელდება და ამ კვირის მთავარი თემა არის ძველი ციკლის დასრულება, ემოციური გათავისუფლება და ახალი რეალობისთვის სივრცის შექმნა.

24–27 აგვისტო შედარებით მნიშვნელოვანი მოსამზადებელი დღეებია. ჯერ კიდევ ვიმყოფებით დაბნელების დერეფანში და 28 აგვისტოს თევზების 4°54′-ზე მთვარის დაბნელება პიკს მიაღწევს. თბილისის დროით დაბნელების მომენტი 08:19-ზეა.

ეს არ არის უბრალოდ ემოციური სავსემთვარეობა. დაბნელება ხშირად აჩქარებს იმ პროცესებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია მწიფდება, მაგრამ რაღაც მიზეზით ვერ ვხედავდით ან ვერ ვბედავდით მათ დასრულებას.

28 აგვისტო — მთვარის დაბნელება თევზებში

მზე ქალწულშია და მერკურისთან შეერთებას ქმნის, ხოლო მთვარე თევზებში მას უპირისპირდება. ამ ოპოზიციას კვადრატით ერთვის ურანი ტყუპებში, ამიტომ ვიღებთ დაძაბულ T-კვადრატის კონფიგურაციას, რომლის წვერზეც ურანია.

ეს პერიოდი გვაიძულებს მოულოდნელ ცვლილებებს. ურანის პრინციპია, არ შეიძლება ძველი ცხოვრების შენარჩუნება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნაცნობია.

ამ დაბნელების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ კვანძები უკვე ლომი–მერწყულის ღერძის ბოლო 29-ე გრადუსებში იმყოფებიან, მაშინ როცა დაბნელება თევზები–ქალწულის ღერძზე ხდება.
ანუ თითქოს ერთდროულად ორი სხვადასხვა ისტორია ირთვება.

ლომი–მერწყული ღერძი გვაფრთხილებს, მე ვინ ვარ, რას ვქმნი საკუთარი სახელით? სად არის ჩემი ადგილი საზოგადოებაში? ვცხოვრობ ჩემი გულით თუ ჯგუფის, საზოგადოების და სხვების მოლოდინებით?

ხოლო თევზები–ქალწული გვთხოვს.

რა უნდა გავუშვა?
სად მჭირდება წესრიგი?
სად ვკარგავ ენერგიას?
რას ვემსახურები და აქვს თუ არა ამას რეალური ღირებულება?

ამიტომ შეიძლება ადამიანმა ამ პერიოდში ძალიან მკაფიოდ იგრძნოს, რომ ძველი იდენტობა, ურთიერთობა, სამუშაო რეჟიმი, ცხოვრების წესი ან შეხედულება უკვე ვეღარ მუშაობს ისე, როგორც ადრე.

ურანი T-კვადრატის წვერზე — მოულოდნელი ფაქტორები, მოულოდნელი ამბავი ან ინფორმაცია,
გეგმების სწრაფი ცვლილება, ტექნიკური ან კომუნიკაციური შეფერხებები, მოულოდნელი გადაწყვეტილებები,
ძველი საიდუმლოს ან ინფორმაციის გამჟღავნება, ურთიერთობაში ან სამსახურში მოულოდნელი შემობრუნება,
სურვილი უცებ ყველაფერი შევცვალოთ. მაგრამ აქ ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ იმპულსური რეაქცია იქნება.

დაბნელების დროს მიღებული ემოციური იმპულსი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იმავე წამს უნდა მივიღოთ.

ზოგჯერ დაბნელება გვიჩვენებს სიმართლეს, მაგრამ გვჭირდება დრო, რომ ამ სიმართლესთან ერთად სწორი მოქმედება შევარჩიოთ.

ამ პერიოდში არ არის სასურველი, საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ემოციის ფონზე
განსაკუთრებით ურთიერთობებში.

კონფლიქტის გამწვავება, ერთი სიტყვა შეიძლება გაცილებით დიდ რეაქციად გადაიქცეს.
ყველაფრის ერთ დღეში შეცვლის მცდელობა.

დაბნელება ცვლილებას აჩქარებს, მაგრამ ქაოსური მოქმედება აუცილებელი არ არის.
ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელება.

მერკური–ურანის აქტივაცია კომუნიკაციაში შეცდომების, არასწორი დასკვნებისა და სწრაფი ინფორმაციული რეაქციების რისკს ზრდის. წარსულში ძალით დაბრუნება, თუ რაღაც დასრულებისკენ მიდის, მხოლოდ შიშის გამო მისი შენარჩუნება შეიძლება კიდევ უფრო დამღლელი გახდეს.საკუთარი სხეულის სიგნალების იგნორირება.

ქალწული–თევზების ღერძი გვახსენებს, რომ ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადაღლა ერთმანეთთან ხშირად არის დაკავშირებული. დასვენება, ძილი და რეჟიმის მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ეს პერიოდი იდეალურია არა იმისთვის, რომ საკუთარ თავს ვკითხოთ, რა უნდა დავიწყო? არამედ რისი დასრულების დრო მოვიდა? დავასრულოთ ის, რაც ენერგიას გვართმევს.

დავასუფთავოთ სივრცე, დავასრულოთ გადადებული საქმეები, გავათავისუფლოთ თავი ადამიანების, ჩვევების და ვალდებულებებისგან, რომლებიც უკვე აღარ შეესაბამება ჩვენს რეალურ ცხოვრებას.

და ყველაზე მთავარი, არ შეგვეშინდეს ცვლილების მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ არ ვიცით, რა მოვა მის შემდეგ.

29 აგვისტოდან — ენერგია ნელ-ნელა იცვლება

დაბნელების პიკის შემდეგ ცაზე ძალიან საინტერესო მხარდაჭერითი ენერგია იკვეთება, იუპიტერი ლომში ტრინს ქმნის სატურნთან ვერძში. ენერგია განსაკუთრებით კარგია გრძელვადიანი გეგმების დასაწყებად, პროფესიული მიმართულების გამყარებისთვის, საკუთარი საქმის განვითარებისთვის, პასუხისმგებლობის აღებისთვის და იმ იდეის რეალურ ფორმაში გადასაყვანად, რომელიც აქამდე მხოლოდ სურვილი იყო.

24–28 აგვისტო გვაიძულებს დავასრულოთ ის, რაც უკვე ამოწურულია.

29–30 აგვისტოდან სიცარიელე, რომელიც ძველის გაშვებამ შექმნა, შემთხვევით არ გაჩნდა. ახლისთვის ადგილი უნდა გათავისუფლდეს.

წარმატებები ყველას.

წყარო: Fb - Anna Jalagonia