15-დან 21 ივნისის ჩათვლით პერიოდი ასტროლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი და ენერგეტიკულად ძლიერი იქნება. კვირა ახალმთვარეობით იწყება და ზაფხულის მზებუდობით სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კოსმოსი მკვეთრი და პირდაპირი ცვლილებებისთვის გვამზადებს. ასტროლოგების თქმით, ამჯერად სამყარო „ყოველგვარი შესავლის გარეშე, პირდაპირ ბედისწერის ეტაპზე გადადის“, ამ პროცესების მთავარი ადრესატები კი ქალწულები იქნებიან:
ამჯერად სამყარო განსაკუთრებით ყურადღებით უყურებს ქალწულებს, ანუ კოსმოსი თითქოს ამბობს:„მოდით, ყოველგვარი გართულების გარეშე - პირდაპირ ბედისწერაზე გადავიდეთ!“
ამ პერიოდის ენერგიას ყველაზე ძლიერად შეიძლება ქალწულები გრძნობდნენ, როგორც მზის ნიშნით დაბადებულები, ასევე ისინი, ვისაც ასცენდენტი ქალწულში აქვთ.
მოვლენები შეიძლება ისეთი სისწრაფით განვითარდეს, თითქოს ვიღაცამ თქვენს ცხოვრებაში ღილაკს „შემდეგი“ დააჭირა.
და მთავარი ის არის, რომ ყველაფერი თქვენზე არ იქნება დამოკიდებული.
დიახ, ეს არც ისე მარტივია ქალწულებისთვის, რომლებიც მიჩვეულნი არიან ყველაფრის კონტროლს, შემოწმებას და ხელახლა გადამოწმებას. მაგრამ ამჯერად ჯობს ნაკადს არ შეეწინააღმდეგოთ.
ამ კვირამ შეიძლება უბრალოდ რაღაც კი არ გაჩვენოთ, არამედ ადამიანები, სიტუაციები და შესაძლებლობები საკუთარ ადგილებზე დაალაგოს.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, ვინ ჩნდება თქვენს გვერდით, რა შეთავაზებებს იღებთ და რომელი კარი იღება მოულოდნელად.
რადგან ზოგჯერ ბედისწერა კარზე არ აკაკუნებს. ის გაფრთხილების გარეშე შემოდის და გეუბნებათ:
„მზად ხარ? რადგან მე უკვე ყველაფერი გადავწყვიტე.“
ქალწულებო, ნუ ეცდებით ყველაფრის კონტროლს. ამჯერად თქვენი ამოცანაა, შეამჩნიოთ ნიშნები, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და არ შეგეშინდეთ ცვლილებების.
წყარო: Fb/გვერდი თამუნა იოსელიანი
