Digest Logo

„ლილიტის“ სამი დონე - როგორ გავიგოთ, რომელ ეტაპზე ვართ და რას გვასწავლის ეს საკუთარ თავზე?

1793004098
ნინო ალბორიშვილი

ასტროლოგი ნინო ალბორიშვილი „ლილიტის“ სამ დონეზე საუბრობს და განმარტავს, როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს სიმბოლური ენერგია ადამიანის ქცევაში, ურთიერთობებსა და ემოციურ რეაქციებში.

მისი განმარტებით, პირველ დონეზე ადამიანი თავად შეიძლება იყენებდეს ირონიას, პროვოკაციასა და მანიპულაციას, ხშირად კი ვერც აცნობიერებდეს, რომ ამით სხვებს ტკივილს აყენებს.

ლილიტის სამი დონე - როგორ გავიგოთ, რომელ დონეზე ვართ? 

პირველი {დაბალი} დონე - თავად ავლენს ადამიანი ამ ენერგიას, ხშირად კი ვერც აცნობიერებს.
ლილიტის სფეროში ადამიანი იყენებს ირონიას, მწარე შენიშვნებს, პროვოკაციას და მანიპულაციას. მისთვის შეიძლება შეუმჩნეველიც კი დარჩეს, რომ ამ ქცევებით სხვას ტკივილს აყენებს.

მაგ:

ამბობს: „მე უბრალოდ სიმართლე ვთქვი, მათ კი ეწყინათ“. სინამდვილეში კი სიამოვნებს, რომ მოწინააღმდეგეს აჯობა ან მტკივნეულ ადგილას შეეხო. მისთვის მთავარი სიმართლის გარკვევა კი არა, სხვისი დამცირება და საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებაა.  

მეორე {საშუალო დონე} - თავად ხდება ამ ენერგიის ზემოქმედების სამიზნე.

ამ შემთხვევაში ადამიანი ლილიტის სფეროში სხვების მხრიდან ირონიას, მანიპულაციას, პროვოკაციას ან უსამართლო მოპყრობას აწყდება. ხშირად დუმს, ითმენს, საკუთარ უკმაყოფილებას ვერ გამოხატავს, შემდეგ კი დაგროვილი ემოციების გავლენით ფეთქდება და მომხდარს ნანობს.

შეიძლება, ზურგს უკან მის წინააღმდეგ მოქმედებენ, განზრახ აყენებენ შეურაცხყოფას ან მუდმივად უსამართლოდ ექცევიან, შედეგად უჩნდება კითხვები:

რატომ მაინცადამაინც მე?

რას მერჩიან?

და ა.შ

მაღალი {მესამე} დონე - აცნობიერებს ამ მექანიზმს და მის გავლენას აღარ ემორჩილება ავტომატურად.
ადამიანი ამჩნევს, როდის ცდილობს თავად სხვისი დამცირებით, პროვოკაციით ან მანიპულაციით უპირატესობის მოპოვებას. ამავე დროს, სხვების მსგავს ქცევასაც ამოიცნობს და ხვდება, როდის ცდილობენ მის ემოციებზე ზემოქმედებას.

მაგ:

პროვოკაციულ შენიშვნაზე აღარ რეაგირებს შურისძიებით, არ ცდილობს საპასუხოდ სხვის დამცირებას და არც საკუთარ საზღვრებზე ამბობს უარს. შეუძლია მშვიდად გამოხატოს პოზიცია, შეწყვიტოს დამაზიანებელი ურთიერთობა ან კონფლიქტიდან გამოვიდეს ისე, რომ თავადაც არ გახდეს მისი გამგრძელებელი.

ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ყოველთვის სწორად იქცევა ან არასდროს განიცდის ემოციურ ზეწოლას. განსხვავება ისაა, რომ საკუთარი ჩრდილის რეაქციებს ამჩნევს, არჩევანის გაკეთება შეუძლია და პასუხისმგებლობას საკუთარ ქცევაზე იღებს.

როგორ შევამოწმოთ საკუთარი თავი ლილიტის ზონაში?

გაიხსენეთ თქვენი ლილიტის სახლის სფეროსთან დაკავშირებული 4/5 რეალური შემთხვევა. თითოეულში გულწრფელად ჰკითხეთ საკუთარ თავს:

1. მე თავად ვიწვევდი ამგვარ სიტუაციას ან ვიქცეოდი დამაზიანებლად?
2. ვხვდებოდი სხვისი ქცევის სამიზნე და ვერ ვახერხებდი სათანადო რეაგირებას?
3. ვამჩნევდი, რა ხდებოდა, და შემეძლო გააზრებული გადაწყვეტილების მიღება ისე, რომ კონფლიქტი არ გამემწვავებინა?

ახლა კი, გულწრფელად შეაფასეთ საკუთარი თავი.

პირველ დონეზე ამოიცანი საკუთარი თავი? 

უფრო ხშირად მეორე დონეზე ხარ?

თუ უკვე შეგიძლია საკუთარი რეაქციების და სხვების ქცევის გააზრება და სიტუაციაში ავტომატურად აღარ ერთვები“,- წერს ნინო ალბორიშვილი.

✕