Digest Logo

🎥 „მაგიურად საშიში და სტრესული დღეებია მოსალოდნელი...“ - გიორგი ლობჯანიძე პირველი მაისის სავსემთვარეობაზე

1777451679
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში მაისის უმნიშვნელოვანეს ასტროლოგიურ მოვლენას ეხმაურება. მისი თქმით, 1-ელ მაისს, თბილისის დროით 21:23 საათზე, მორიელის ზოდიაქოს ნიშანში სავსემთვარეობაა მოსალოდნელი, რაც ბევრი ადამიანისთვის ინტენსიური ემოციებისა და ტრანსფორმაციის ფაზის დასაწყისი იქნება.

ლობჯანიძე აღნიშნავს, რომ მორიელის სავსემთვარეობა წინ წამოსწევს დაფარულ ემოციებს. ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანებს მოუწევთ წარსულის დასრულება და გარდაქმნა.

„საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის ინტენსიური ემოციებისა და ჭრილობების განკურნების ფაზა დაიწყება 1 მაისს, რაც აისახება სავსემთვარეობით მორიელის ზოდიაქოს ნიშანში!

დღევანდელ პოსტში ვრცლად სწორედ ამაზე ვისაუბრებ:

1-ელ მაისს, თბილისის დროით 21:23 საათზე გვექნება სავსემთვარეობა მორიელის ნიშანში.

მორიელი - ფიქსირებული ფენის წარმომადგენელი, წყლის სტიქიაა.

გამოირჩევა შესანიშნავი სტრატეგიითა და მეომრული სულისკვეთებით. მისი ნიჭი და სიძლიერე ტრანსფორმაციული ბუნებაა.

ღრიანკალის სავსემთვარეობა წინ წამოსწევს ემოციურ სიღრმეებს.

გახსოვდეთ, რომ ძველი კარი თუ არ დახურეთ, ახალს ვერ გააღებთ!

პროცესი შეეხება დასრულებას, გარდაქმნას, ფარული ემოციების გაცნობიერებას და ძალაუფლების გადანაწილებას!

ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება მოუშუშებელი ჭრილობების განკურნების დრო, ხოლო ზოგისთვის, ვინც ვერ შეძლებს სიახლის მიღებას, ის თავად გამოუტანს საკუთარ თავს განაჩენს!

ასეთ პერიოდში ცოდვა-მადლი ერთად ტრიალებს!

ყველაფერთან ერთად, მაგიურად საშიში და სტრესული დღეებია მოსალოდნელი პირველიდან მაისის შუა რიცხვებამდე.

ფრთხილად იყავით, რომ არ გახდეთ მაგიური ზემოქმედების საგანი!

გლობალურ დონეზე კი დაისმება კითხვა სპირიტუალურ ამბებში: ვის ჰბარდება ძალაუფლება და რა ფორმით?

ძალაუფლების გადაცემაზე შესაძლოა იყოს ღია, პირდაპირი ან ფარული შუღლი და მტრობა!

ძალაუფლება - ემოციები - კონტროლი!

სამი რამ სააშკარაოზეა!

მაისი გადამწყვეტი იქნება მრავალი ცალკეული პირისა თუ დიდი ორგანიზაციებისთვის, მათ შორის - სახელმწიფოებისთვისაც!

დადებითად განვითარების შემთხვევაში კარგი დროა ფსიქოლოგიური განტვირთვის, სეანსების, სულიერი სამყაროს გაძლიერებისა და წყლის აბაზანის ან წყალთან დაკავშირებული პროცედურების ჩატარებისთვის.

იქნებიან ისეთებიც, ვინც მოაგვარებენ მიწის, ნაკვეთის ან ქონებრივ საკითხებსაც!

ყველას გისურვებთ მშვიდობიან დღეებს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „შესაძლებელია „ყოფილი“ პარტნიორის გამოჩენა“ - 29 აპრილის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕  „ბევრი ჩვენგანი ახლა გადის უცნაურ სიმპტომებს, რომლებსაც კონვენციური მედიცინა ვერ ხსნის“ - რას წერს ეზოტერიკოსი

⭕ მსოფლიოს U20 საფეხბურთო ჩემპიონატი 2029 წელს საქართველოში და სომხეთში ჩატარდება