Digest Logo

🎥 მაია ყუფარაძე რიტუალებზე, რითაც ახალმთვარეობის ღამეს ჯანმრთელობას, ფინანსებს და სიყვარულს მოიზიდავთ

1748432940
მაია ყუფარაძე

მაია ყუფარაძე ცნობილი ეზოტერიკოსია, რომელიც ასაკის მიუხედავად არაჩვეულებრივ ფორმაშია. 

63 წლის ეზოტერიკოსი ახლახან გადაცემაში „დღის პოსტი“  იმყოფებოდა, სადაც რიტუალებით დაინტერესებულ პირებს სპეციალური ტექნიკები გაუზიარა, რითაც ახალმთვარეობის ღამეს ჯანმრთელობას, ფინანსებს და სიყვარულს მოიზიდავთ:

„მთვარის პირველი ოთხი დღე განსაკუთრებით ძლიერია. 

ჯანმრთელობისთვის ვაკეთებთ შემდეგ რიტუალს: ვიღებთ თასს, სასურველია იყოს თიხის ჭურჭელი, ნაკურთხი წყალი ან გამდინარე წყალი ჩავასხათ, ვამატებთ ერთ სუფრის კოვზ მარილს, სასურველია იყოს ჰიმალაის ან ზღვის მარილი + 2 დაფნის ფოთოლი. 2 თეთრი სანთელი  უნდა აანთო ამ დროს წინ,  ვყოფთ ორივე ხელს თასში, ვურევთ და ვამბობთ - მე მაქვს ჯანმრთელობა, მაქვს ძლიერი ენერგია, ჩემკენ მოდის კოსმოსიდან დადებითი ემოციები. ამის შემდეგ ამ სველ ხელს მოვისვამთ სახეზე, გულმკერდზე და 2-3 წვეთს მოსვამთ. იმ ღამეს დატოვებთ ღამე, მთვარის ენერგიაზე. 

რას ვაკეთებთ სიყვარულზე? 

1 კოვზი შაქარი ან თაფლი იხსნება წყალში, ისევ დაფნის ფოთოლი და ვარდის ფურცლები. ამაზე ვანთებთ წითელ სანთელს. ხელებს ვიდებთ გულმკერდზე, როგორც ლოცვის დროს ქრისტიანები ვაკეთებთ და ვიზიდავთ სიყვარულს. ყველაფერი არის სიტყვა, ამიტომ ვამბობთ - მე ვიზიდავ სიყვარულს, მინდა ასეთი და ისეთი სიყვარული და აყალიბებ ინდივიდუალურად“, - ამბობს მაია ყუფარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დიალოგი“ - გიორგი კეკელიძე შვილის უსაყვარლეს კადრებს აქვეყნებს

ლაშა ბექაური თევზაობიდან ფოტოებს გვიზიარებს - „რა ნავარჯიშები ტანი გაქვს, ჩვენო ჩემპიონო“

„წარმატებები სადაც არ უნდა იყოს ღირსეულ კაცს!“ - ზურა ხაჩიძე ვახტანგ გომელაურს მადლობას უხდის