Digest Logo

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის - სიყვარული, კარიერა და ფინანსები

1683006958
ასტროლოგია და სიყვარული

2023 წლის მაისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის: სიყვარული, კარიერა და ფინანსები.

ვერძი

ძვირფასო ვერძებო, პატიოსნება თქვენი პიროვნების ერთ-ერთი განმსაზღვრელი თვისებაა და ამ თვეში, ძალიან მნიშვნელოვანია იყოთ გულწრფელი ახლობელ ადამიანებთან ... საკუთარ თავთან! როდესაც უყურებთ თქვენს ცხოვრებას, ურთიერთობებს, მეგობრობას, კარიერას... კმაყოფილი ხართ თუ არა იმით, რაც აქამდე შექმენით? თუ ასეა, მშვენიერია! მაგრამ თუ არა... მოდით საქმეს შევუდგეთ.

თქვენ გექნებათ სურვილი, რომ გააგრძელოთ ზრდა ცხოვრების ყველა სფეროში, მაგრამ განსაკუთრებით - კარიერაში. მაისის დასაწყისში, იუპიტერი, ზრდის პლანეტა, თქვენს ნიშანს დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა განახორციელოთ ყველა ის დიდი იდეა, რაზედაც აქამდე ოცნებობდით. დაწინაურება გსურთ? დასახეთ ეტაპობრივი გეგმა. სიყვარულს ეძებთ? დროა გაცნობის აპლიკაციაში დარეგისტრირდეთ! არასოდეს ყოფილა უკეთესი დრო, რომ მიჰყვეთ თქვენს ვნებებს და ყოველდღიურობა ნამდვილი სიხარულით აავსოთ!

კურო

ძვირფასო კუროებო, დაბადების დღეს გილოცავთ! მაისის ძირითადი ნაწილი, მზე თქვენს ნიშანშია და ეს ნიშნავს, რომ მიწის სტიქიის წარმომადგენლებს განსაკუთრებული თვე გელოდებათ! თქვენს სადღესასწაულო ენერგიას სავსე მთვარის მაგია და მთვარის დაბნელება ემატება - თანაც, მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამყაროს თქვენს ცხოვრებაში ცეცხლი და ვნება შემოაქვს. ეს უდავოდ ეხება რომანტიკულ განყოფილებას ... ყველაზე საინტერესო პერსპექტივაა, არა?

16 მაისს, იუპიტერი, გაფართოებისა და ზრდის პლანეტა, თქვენს ნიშანში გადმოდის. უკვე 12 წელია, ეს არ მომხდარა! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ყველაფერს შეცვლის. ცხადია, არა ერთ ღამეში - დიდ ცვლილებებს ხომ დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ყველაფერი, სწორედ ამ თვეში დაიწყება. კარგად მოკალათდით, წინ საინტერესო მოვლენები გელოდებათ!

ტყუპები

ძვირფასო ტყუპებო, *თითქმის* დაბადების დღეს გილოცავთ, ძვირფასო! 21 მაისს, მზე თქვენს ნიშანში გადმოვა, რაც ნიშნავს, რომ ახლა მზადების პერიოდი გაქვთ.

დაბადების დღე შესანიშნავი დროა რეფლექსიისთვის, ასე რომ, დაფიქრდით, წინა მაისის შემდეგ, რა მოვლენა იმსახურებს აღნიშვნას? რისი გასაშვებად ხართ მზად? რის გამო ხართ მადლიერი? ეს მნიშვნელოვანი კითხვებია, რომლებსაც ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე უნდა უპასუხოთ.

სავსე მთვარე და მთვარის დაბნელება მორიელში, კიდევ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. დაიმახსოვრეთ, მორიელი ენერგეტიკულად ძლიერი ნიშანია, ამიტომ ეს შესანიშნავი დროა ახალი ჩვევების ჩამოსაყალიბებლად. ყოველთვის გინდოდათ დილის ცივი შხაპით დაწყება? გსურთ უფრო ინტენსიური ვარჯიში? იქნებ, მოწევაზე თავის დანებებას ფიქრობთ.... სანამ თქვენი დაბადების დღე დაიწყება, თქვენ მზად იქნებით სამყაროს დასაპყრობად!

კირჩხიბი

ძვირფასო კირჩხიბებო, თავს ცოტა რომანტიკულად ხომ არ გრძნობთ?  შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ სიყვარულის მმართველ ვენერას და ცხადია, მთვარის დაბნელებას. მთელი თვის განმავლობაში, ძირითადად, გრძნობები მიედინება და თქვენ მიჰყვებით. იყავი ღია ამ გრძნობებისთვის, თუნდაც ცოტათი ნერვების მომშლელი იყოს.

ვენერა, ასევე, ხაზს უსვამს საკუთარი თავის სიყვარულის აუცილებლობას და თქვენთვის ეს ალბათ კარიერაში გამოჩნდება - ახლა თქვენ იცით, რას აკეთებთ, რაც ამ სრულყოფილ დროს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას მიანიჭებს. როგორც კი მზე ტყუპებში გადავა, *თითქმის* თქვენი სეზონი დაიწყება, ამიტომ მოემზადეთ განვლილი წლის რეფლექსიისა და სადღესასწაულო განწყობისთვის!

ლომი

ძვირფასო ლომებო, ამ თვეში დიდი ცვლილებები გელოდებათ, განსაკუთრებით კი, კარიერული მიმართულებით. თქვენ გინდოდათ, რომ შრომისმოყვარეობისა და ხანგრძლივი სამუშაო საათისთვის, აღიარება მოგეპოვებინათ. საბოლოოდ, სწორედ მაისში დაფასდება თქვენი შრომა და ერთ-ერთ იშვიათ ჯილდოს - ბონუსს ან თუნდაც დაწინაურებას მიიღებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შესანიშნავი თვეა თქვენთვის.

იუპიტერი, გაფართოების პლანეტა, თქვენი კარიერისა და აღიარების სახლში 16 მაისს გადავა. ბოლო თვეების განმავლობაში, თითქოს დაგავიწყდათ, რომ ზოდიაქოს ყველაზე თავდაჯერებული ნიშანი, ნამდვილი ლომი ხართ. ამ თვეში კი, სწორედ ამ დამოკიდებულებას დაიბრუნებთ. თქვენ მთავარ სცენაზე დაბრუნდებით და თქვენს აღიარებას, მთელს სამყაროს სიამაყით გაუზიარებთ!

ქალწული

ძვირფასო ქალწულებო, ახლა ღრუბელივით ხართ - მთელი ენერგიით ითვისებთ ახალ ცოდნასა და უნარებს. ეს შესანიშნავია, რადგან ამ პერიოდში მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ თამაშის შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ - როგორც კარიერაში, ასევე, პირად ცხოვრებაში. თუ თქვენს სამსახურში არსებობს სასერტიფიკაციო პროგრამა ან თუნდაც იოგას ონლაინ კურსი, ახლა შესანიშნავი დროა დარეგისტრირებისთვის.

თქვენ ყოველთვის იყავით მომხიბვლელი, მაგრამ ეს ენერგია 19 მაისს, ახალმთვარეობაზე გაძლიერდება. საკუთარი თავის რწმენა ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, ასე რომ, მაშინაც კი, თუ თქვენი თავდაჯერებულობის გაყალბება ან საკუთარი თავის გაძლიერება გჭირდებათ, უკან ნუ დაიხევთ - ეს დამოკიდებულება საოცარ შედეგებს მოგიტანთ

სასწორი

ძვირფასო სასწორებო, მაისის თვეში თქვენ მზად ხართ იმოქმედოთ. მარსი, მოქმედების მძლავრი პლანეტა, თქვენი რუკის იმ ნაწილში გადავიდა, რომელიც კარიერაზეა პასუხისმგებელი - ასე რომ, ამ თვეში ძალიან ბევრს იმუშავებთ (მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მხოლოდ კარგის ნიშანია!). შესაძლებელია, რომ ძალიან მოგწონდეთ თქვენი ამჟამინდელი კარიერა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ვარიანტი. დიახ, ახლა მზად ხართ გადადგათ შემდეგი ნაბიჯი - იქნება ეს დაწინაურება, ახალი თანამდებობა თუ საერთოდაც ახალი ორგანიზაცია. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მაისში ამ ენერგიას, ამ მოთხოვნილებას იგრძნობთ, შედეგი კი, შესაძლოა მყისიერად არ დადგეს...

როგორც კი მზე გადავა ტყუპებში, თქვენს განწყობას გაცილებით მსუბუქი ენერგია შემოეპარება. თანაც, მაისის დაწყებული პროცესებიც, ნელ-ნელა გამოიღებენ შედეგებს. ყველაფერი გამოვა, ამიტომ, მიენდეთ მაისის ენერგიას.

მორიელი

ძვირფასო მორიელებო, სავსემთვარეობას გილოცავთ! 5 მაისს, მთვარის დაბნელება სწორედ თქვენს ნიშანში მოხდება, ამიტომ ცხოვრების სიღრმისეული ანალიზისთვის მოემზადეთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს თქვენთვის უჩვეულო მდგომარეობა სულაც არ არის, მაგრამ, როდესაც ამ ენერგიას, იუპიტერის ენერგიაც დაემატება საკმაოდ ტრანსფორმაციული ეტაპი დაიწყება.

მაისის თვეში შესაძლებლობები, უბრალოდ თქვენკენ მოემართება. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ის არის, რომ გირჩიოთ, თავს გაუფრთხილდით - ზედმეტი აღფრთოვანებისგან თავი არ დაკარგოთ! ასევე, გაფრთხილდით და ნუ აიღებთ ზედმეტად ბევრ ვალდებულებას - დარწმუნდით, რომ ცხოვრებისეული სიამოვნებებისთვის საკმარისი დრო გრჩებათ!

მშვილდოსანი

ძვირფასო მშვილდოსნებო, მოემზადეთ აურზაურისთვის! დიდი ალბათობით, ზამთარში მიძინებული პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების გრძნობები განახლდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ახლა, სამსახური გახდება საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ, რეალობად გადააქციოთ თქვენი ცხოვრებისეული ვნებები და ინტერესები. თუმცა, თუ თავს სრულყოფილად არ გრძნობთ ამჟამინდელ სამსახურში, მაშინ დროა მოძებნოთ რაღაც განსხვავებული.

19 მაისის ახალმთვარეობა ახალ პერსპექტივას მოუტანს თქვენს სამუშაო ცხოვრებას. ახლა წინა პლანზე წამოიწევს ყოველდღიურობა. ფოკუსირება გააკეთეთ პატარა დეტალებზე, რათა დარწმუნდეთ, რომ *დიდი სურათი* ისეთი იქნება, როგორიც თქვენ გსურთ. ცხოვრება არ შექმნილა მხოლოდ მუშაობისთვის. უფრო მეტიც, ის შეიქმნა ბედნიერებისა და ოცნებისთვის. ენდეთ თქვენს ინტუიციას და ნუ შეგეშინდებათ - ახლა თამამი გადაწყვეტილებების დროა!

თხის რქა

ძვირფასო თხის რქებო, 5 მაისის სავსემთვარეობა უამრავ სოციალურ მოვლენას გპირდებათ. ამიტომ, აუცილებლად გადით სახლიდან და მიეცით თავს თავისუფლების უფლება.  სწორედ ამ პერიოდში გაძლიერდება თქვენი სასიყვარულო ცხოვრების ენერგიაც. ამიტომ თქვენს ირგვლივ ყველა შეამჩნევს თუ როგორი მიმზიდველი, ძლიერი და ენერგიული ხართ. დიახ, ის განსაკუთრებული ადამიანიც, რომელსაც შესაძლოა ჯერ არ შეხვედრიხართ. მაისის თვეში აუცილებლად ველით ფეიერვერკებს!

პარალელურად, ამ თვეში შესაძლოა გაჭიანურდეს კარიერული ცხოვრება. ნუ შეგეშინდებათ, განაგრძეთ ჩვეული რუტინა და დაელოდეთ თქვენს დროს. მანამდე კი, გაერთეთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და პოტენციურ შეყვარებულებთან ერთად!

მერწყული

ძვირფასო მერწყულებო, 5 მაისის სავსემთვარეობას ისეთი გავლენა ექნება თქვენს კარიერაზე, რომ აქვე ვიკითხავთ: „ამისთვის მზად ხართ?“. სჯობს იყოთ, რადგან დროა გამოავლინოთ ყველა თქვენი განსაკუთრებული ნიჭი თუ უნარი და ღირსეულად დაიკავოთ პირველი ადგილი.

19 მაისის ახალმთვარეობა მოგცემთ ბიძგს მოაწესრიგოთ თქვენი ფინანსები -
იქნებ დროა, რომ დაზოგვა დაიწყოთ? ან იქნებ, დამატებითი შემოსავლების ძიების დროა? ან იქნებ, დროა, რომ ძველი ბიზნეს იდეა, რეალობად გადააქციოთ? მიჰყევით თქვენს გულს, დაიწყეთ ფინანსური ოცნებების ახდენა და ნუ შეგეშინდებათ - ამ თვეში, ყველაფერი იდეალურად იქნება!

თევზები

ძვირფასო თევზებო, 5 მაისის სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება მორიელში დიდ გავლენას მოახდენს თქვენს რწმენით სისტემაზე, განსაკუთრებით კი, ურთიერთობების თემებში. ამ თვეში დღის შუქზე გამოჩნდება ყველაფერი, რაც ხელს უშლის თქვენს ურთიერთობებს - იქნება ეს სამსახურში, სიყვარულში, მეგობრებთან ურთიერთობასა თუ ოჯახში. ამიტომ, ყურადღებით იყავით და მოუსმინეთ საკუთარ გულს.

ეს მოვლენა არის მნიშვნელოვანი გზავნილი სამყაროსგან, რომელიც დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ნეგატივისგან და განაგრძოთ თქვენი უმაღლესი მიზნებისკენ სვლა. ნუ იქნებით გულგრილი მიღებული ინფორმაციის მიმართ, მაშინაც კი, თუ ეს არ არის ის, რისი მოსმენაც გსურთ... სამომავლოდ, ის აუცილებლად გამოგადგებათ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵დღეს ქუთაისობაა - საიდან მოდის „გვირლობის“ ტრადიცია - ეს უნდა იცოდე

🔵„ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს“ - აკა მორჩილაძე ქუთაისზე

წყარო: trend.ge