ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და მარსის კირჩხიბის ნიშანში გადასვლაზე საუბრობს:
„რას ასტროლოგიურ ტენდენციებზე მიანიშნებს მარსის „მარყუჟი“?!
(მე-2 ნაწილი: ასტროფსიქოლოგიური ანალიზი)
პირველი ნაწილი:
მარსის ციკლი და სრული ტრაექტორია:
4.09.2024 მარსი კირჩხიბში
4.11.2024 მარსი ლომში
7.12.2024 რეტროგრადული მარსი
6.01.2025 მარსი კირჩხიბში
24.02.2025 დირექტიული მარსი
18.04.2025 მარსი ლომში
[ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა: 7.12.2024 - 24.02.2025]
კირჩხიბის ნიშანს მთვარე მართავს, რომელიც ემოციურ სამყაროსთან და შინაგან უსაფრთხოებასთან ასოცირდება. მარსის ენერგია, რომელიც ბუნებრივად დაკავშირებულია აგრესიასთან და აქტიურობასთან, კირჩხიბში რეტროგრადულ მდგომარეობაში ააქტიურებს შემდეგ ფსიქოლოგიურ შრეებს:
* წარსულთან დაკავშირებული ემოციების აქტივაცია: მარსის რეტროგრადული მოძრაობა კირჩხიბში ხშირად იწვევს წარსულის ემოციების ზედაპირზე ამოტივტივებას, რაც დაკავშირებულია უსაფრთხოების, ოჯახის ან ბავშვობის ტრავმებთან.
* ბუნდოვანი და გაურკვეველი მოტივაცია: მარსის პირდაპირობა კირჩხიბში შეფერხებულია, ხოლო რეტროგრადულობა კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის მოქმედების მიზეზებსა და მიზნებს. შედეგად, მოქმედებები ხდება არაპროგნოზირებადი.
საერთოდ, მარსი კირჩხიბში „დაცემულ“ (ინდურ ასტროლოგიის მიხედვით, დებილიტირებულ) მდგომარეობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ენერგია ამ ნიშანში ნაკლებად ეფექტიანია. ეს არ არის მარსისთვის ძლიერი პოზიცია, რადგან ის ვლინდება არა გარეგან, არამედ შინაგან დონეზე. ამ დროს მარსი არა ღია და აგრესიულ მოქმედებებზე, არამედ ფარულ, შინაგან ქმედებებზეა ორიენტირებული. ამ დროს ის ინტუიციასა და ოჯახურ ღირებულებებზე ორიენტირებული ხდება. სწორედ ამიტომ მარსის კირჩხიბში მოძრაობისას, ადამიანები ხშირად იწყებენ შინაგანი, ასე ვთქვათ, ემოციური სამყაროს დალაგებას ან ისეთი საკითხების მოგვარებას, რომელიც საცხოვრებელ სივრცეს ან უძრავ ქონებას უკავშირდება.
ამ დროს მარსის სიგნიფიკატორი (მმართველი) მთვარეა და მოქმედებებს განსაზღვრავს უპირველესად წარსულში „დამახსოვრებული“ ემოცია. ამ დროს მარსის გავლენით ადამიანი იბრძვის, თუმცა დაკარგული აქვს გარეგანი ორიენტირი და თითქოს ვერ აცნობიერებს, რატომ და რისთვის აკეთებს ამ ყველაფერს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მარსი ამ ინგრესიის დროს პრეტენზიული და ანჩხლი „ხდება“ და ადამიანები მცირე შეურაცხყოფას ან ემოციურ უსამართლობას მძაფრად აღიქვამენ.
როგორ გამოვიყენოთ ეს დრო?
რეტროგრადული ფაზა კარმულ ასტროლოგიას უკავშირდება, ამიტომ 2024 წლის დეკემბერში დაწყებული პროცესები - 2025 წლის თებერვლის ბოლომდე, ერთ ფაზად უნდა მოვიაზროთ. ამ დროს ხდება წარსულის გადახედვა და გააზრება, შიშის და ემოციური ტკივილის გაცნობიერება და მათი მოგვარება. ეს აუცილებელი ფაქტორია შინაგანი უსაფრთხოების განცდის მოპოვებისთვის. აქედან გამომდინარე, მიმდინარე პერიოდი სასიკეთო იქნება:
* ძველი პრობლემების გააზრებისთვის და მოგვარებისთვის;
* ფსიქოემოციური კვლევისთვის, ემოციების გააზრება-გაცნობიერებისთვის;
* ოჯახური ურთიერთობების დარეგულირებისთვის და ოჯახური ჰარმონიის აღდგენისთვის;
* ძველი ტრავმების შესწავლისთვის და მათი მოცილებისთვის;
* ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის. მართეთ ემოცია. იპოვეთ გზები, რომ ის ღიად და რაც მთავარია, ჯანსაღად გამოხატოთ (არა მხოლოდ ურთიერთობაში, არამედ იგივე ხელოვნებაში ან თუნდაც თერაპიაში);
* მიზნების ვექტორის გასწორებისთვის: გადახედეთ საკუთარ მიზნებს, შეასწორეთ ან დახვეწეთ მათი მიღწევისთვის საჭირო გეგმები“, - წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნაბახუსევზე გამოსვლა - რა საკვები აქვთ ამისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში