Digest Logo

🎥 „მათი გახარების შემთხვევაში მთელი წელი მოიმკით სიკეთეს და წარმატებას...“ - ბედობის დღესთან დაკავშირებული რიტუალები გოგა მანიასგან

1735803972
გოგა მანიას

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე.

მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

იგი ამჯერად ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ბედობის დღესასწაულთან დაკავშირებულ რიტუალებს გვიზიარებს:

„ბედობის დღესასწაულზე ეცადეთ ფინანსები ნაკლებად გასცეთ, იმიტომ რომ ეს შესაძლოა გაგყვეთ მთელი წელი. ასევე ვალდებულებები გადადეთ 3 იანვარს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ცხოველებს, ხანდაზმულებს და ბავშვებს. მათი გახარების შემთხვევაში მთელი წელი მოიმკით სიკეთეს და წარმატებას. ვისაც შვილები არ გყავთ წადით და შეიძინეთ სატყუარა, საწოვარა, იმ ემოციით, რომ მალე შვილი გეყოლებათ. ძალიან მნიშვნელოვანია ბრინჯის თასის მომზადება, რომელზედაც შეგიძლიათ მონეტები მოათავსოთ და შემოდგათ შემაღლებულ ადგილზე. დღეს ჩაფიქრებული სურვილები სრულდება, სიტყვას უდიდესი ძალა აქვს“, - ამბობს გოგა მანია.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ბედობა - ტრადიცია საქართველოში, რომელიც სამჯერ აღინიშნება

⭕გიორგი ჩაკვეტაძემ 2025 წელი „ქუინს პარკ რეინჯერსთან“ შესრულებული საგოლე გადაცემით დაიწყო

⭕დღეიდან საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი - პროგნოზი ქალაქების მიხედვით