Digest Logo

„მართალს და ღმერთის გვერდში მდგომს არც არასდროს გაეკარება, ქრისტეს სისხლი და ხორცი ყველაზე ძლიერი განბანველი საშუალებაა“ - გიორგი ლობჯანიძე შავ მაგიაზე

1753005798
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

მან მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც შავ მაგიაზე საუბრობს:

„კარგად თუ გავაცნობიერებთ, მივხვდებით ეს სამყარო იმდენად მაგრად აქვს ღმერთს მოწყობილი, რომ ენერგეტიკული თვალსაზრისით, წონასწორობა არ ირღვევა. ამიტომ, ზედმეტია და არაა საჭირო მაგიური რიტუალებით ვინმესადმი სამაგიეროს უკან დაბრუნება.

დღეს ძალიან მოდაშია ეს სიტყვა - ,,შავი მაგია“. უამრავი ადამიანი მეკითხება რა დატვირთვა აქვს მას?
გახსოვდეთ, რომ ღმერთი იმდენად სამართლიანია და ეს სამყაროც მისი გამოვლინების იმდენად დიდი ეგზალტაციაა, რომ თუ თქვენ რამე გეკუთვნით იმას ზედმეტი მაგიის ჩარევის გარეშეც მიიღებთ, ხოლო თუ რამე არ გეკუთვნით ის დროებით მაინც არ მოგეცემათ, სანამ გარკვეულ საფეხურებს არ გაივლით!

მაგრამ თუ ვინმე მაგიურად გებრძვით, აქაც ორი ვარიანტია: პირველ შემთხვევაში დაუმსახურებლად წამოსული დარტყმები აუცილებლად გაბათილდება, შესაძლოა ვერც იგრძნოთ, მაგრამ თუ რამეს იგრძნობთ ეს, როგორც ღვთისგან წამოსული განსაცდელი შეგიძლიათ მიიღოთ, რომელიც გარკვეული დროის მერე, როცა თქვენც ისწავლით იმ დროში იმას, რაც უნდა ისწავლოთ - ესეც განეიტრალდება.

ხოლო, რა მოსდის იმას, ვინც ამას აკეთებს? მარტივად გეტყვით, იმხელა სამარეს ითხრის მიწაც კი ვერ იპოვის მის გვამს. ბნელ ძალებთან კონტაქტი, სულის გაცვლით მთავრდება. შავსაც შეუძლია მოგცეს ძალა, ნიჭი, უნარი და პოტენციალი, თუმცა სანაცვლოდ შენ ხარ მისი მსახური. არჩევანს, ბუნებრივია, თავად ინიდივიდი აკეთებს.
ზუსტად ძველ აღთქმისეულ ცხოვრებაში იყო ასეთი დაუნდობელი ომი, როგორც ფიზიკურში, ისე უხილავში. ადამიანები ყველა გზით ცდილობდნენ ფონს გასვლას, შუღლს, ომს და დაპირისპირებას. ქრისტე ღმერთმა იმ დროისთვის ყველაზე გამართული და აუცილებელი პოსტულატები შემოიტანა, თუმცა ხალხმა გაიგო ის, რომ - ვერაფერიც ვერ გაიგო.

ძველი ბერძნული ოკულტიზმიდან: პითაგორელებს, პლატონს და ჰერმესს შავი მაგია მიჩნეული ჰქონდათ ,,დასაბამისეულ ძალებთან მტრობად“. ეს კი ნიშნავს, რომ შენ ღვთიურ პოტენციალს ებრძვი, როცა ამ მექანიზმს მიმართავ.

შავი მაგია ძველი ბერძნებისთვის ითვლებოდა ,,ჰარმონიის საწინააღმდეგო დანაშაულად“. ამას ძველ წყაროებშიც ამოიკითხავთ.

ინდურ ვერსიებში, მაგალითად: ,,ბჰაგავად გიტა“ წერია: ,,ვისაც ბოროტი გული აქვს და მიზანი დაპყრობაა - არ შეუძლიათ ღმერთის დანახვა. ისინი ხდებიან საკუთარი ბოროტების მხვერპლნი“.

შავი მაგიის მოქმედი აგროვებს ბინძურ საქმეებს და ამ ცხოვრებაშიც ცუდად გამოვლინდება, ადრე თუ გვიან.
სუფიზმი: თუ ზიანს სხვის სულზე აგზავნი, ეს არ მიდის მიზნამდე - ის ბრუნდება შენს შიგნით, როგორც მოძრავი ბუმერანგი.

სუფიზმში მაგიური მოქმედება ეგოს ბილიკია, ხოლო ჭეშმარიტება ღვთიური სიყვარული.

ძველი ეგვიპტის ჰერმეტიზმი: თუ ვინმე მაგიური (ზებუნებრივი) ნიჭით დაჯილდოებული იყო, ეს ღვთის საჩუქრად ითვლებოდა, მაგრამ მისი არასწორი გამოყენება მაგიური (ჰეკა) იწვევდა (მაუსს) კოსმოსურ დისბალანსს.
თოთის წიგნებში წერია: ის, ვინც ჰეკას ღვთიურ ტალღას თავის ნებაზე იყენებს - ემსგავსება ზვავში დარჩენილ ქვას, რომელსაც ყველა ტალღა შეეჯახება.

ეგვიპტურ მკვდართა წიგნში წერია: მათ, ვინც ,,შავ მეცნიერებას“ იყენებდა სხვისი ზიანისთვის, სიკვდილის შემდეგ ელოდება სულის ტანჯვა, გულის ამოჭრა (ჭეშმარიტების ქალღმერთისგან).

ხოლო, რაც შეეხება ყველაზე ზუსტს, გასაგებს, დამმოწმებელს და მართალს - ბიბლიას და დიდი რჯულის კანონს, პირდაპირ შავით თეთრზე წერია: მეორე რჯული: 18:10-12: არ უნდა იყოს შენ შორის არავინ, ვინც წვავს თავის ძეს ან ქალიშვილს ცეცხლში, არც გრძნეული, არც ჯადოქარი, არც მომნათველი, არც მომცნო, არც მკითხავი, არც შელოცვების მკითხავი, არც მკვდრებთან მომმართავი“.

გალატელთა 5:19-21: შელოცვები და გრძნეულობა სულიერად კლავს ადამიანს და მემკვიდრეობას არ მიიღებენ ღვთის სასუფეველში“.

ხაზს ვუსვამ, მართალს და ღმერთის გვერდში მდგომს შავი არც არასდროს გაეკარება. ასევე, როცა დაუმსახურებლად მოდის შენკენ რამე. კიდევ, ვინც მუდამ აღსარება-ზიარების გზას მიმართავს, ქრისტეს სისხლი და ხორცი ყველაზე ძლიერი განმბანველი საშუალებაა ამისთვის.

დროც ასეთია, მე არ მიკვირს, ყველა ფეხის ნაბიჯზე მსგავს თემატიკას წააწყდები. არაუშავს, ბევრჯერ მითქვამს, თუ კარგად არ დაღამდა - არ გათენდება. მომრავლებული ცრუ მწვალებელი მასწავლებლების დრო იწურება“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„უნიჭიერესი მომღერალი, საამაყო“ - ანრი ჯოხაძე გამომწერებს ახალ ფოტოს უზიარებს

🎥 მომღერალ ლიზი დარასელიას საკუთარ დაბადების დღეზე რჩეულმა ხელი სთხოვა

„მე და ნენე გილოცავთ, გვიყვარხარ და შენს გვერდით ვართ“ - სალომე ლემონჯავა იუბილარია