7 აგვისტო დღე, როცა ყველაფერს შენი განწყობა წყვეტს.
დღევანდელი ენერგიებია: 7 • 7 •
დღეს ძალიან ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი განწყობით დაიწყებ დილას.
თუ ცუდ ხასიათზე გაიღვიძე და ნეგატიურ ემოციებს აჰყევი, ეს შეიძლება არა მხოლოდ შენს დღეზე, არამედ გარშემომყოფებზეც აისახოს.
💚 ამიტომ დღევანდელი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა დილა ფიზიკური აქტივობით დაიწყე.
ჩართე საყვარელი მუსიკა და უბრალოდ იცეკვე მთელი გულით; ან დრო გაატარე საყვარელ ადამიანთან და შეავსე დღე თბილი ემოციებით. მთავარია, გააღვიძო სხეული და აიმაღლო ენერგია.
როცა ენერგიით სავსე იქნები, დღე სრულიად სხვანაირად წარიმართება. მარტივად იპოვი გამოსავალს იქაც, სადაც ადრე ეჭვი გეპარებოდა.
ადამიანები რჩევისთვის მოგმართავენ, ხოლო ბევრი საკითხი იმაზე იოლად მოგვარდება, ვიდრე ელოდი.
⚠️ თუ საკუთარ განწყობას ყურადღებას არ მიაქცევ, შეიძლება ზედმეტ ფიქრებში ჩაიკარგო, ყველაფერი გააანალიზო, თავი გადაიტვირთო და ეს მდგომარეობა ახლობლებსაც გადასდო.
💕 და არ დაგავიწყდეს დღეს პარასკევია.
💐 გოგონებო, გაანებივრეთ საკუთარი თავი. პატარა საჩუქარი, გემრიელი ყავა, ტკბილეული ან ყვავილებიც კი განწყობას საოცრად ცვლის.
🎁 ბიჭებო, დღეს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თქვენს საყვარელ ქალებს.
ყვავილი, ტკბილეული ან უბრალოდ გულწრფელი ზრუნვა სიკეთე, რომელსაც დღეს გასცემთ, აუცილებლად დაგიბრუნდებათ. და კიდევ ერთი საიდუმლო: თუ ენერგიით სავსე ხარ, დაეხმარე ადამიანს, ვისაც ნამდვილად სჭირდება.
სწორედ დღეს გაკეთებულმა კეთილმა საქმემ შეიძლება ახალი შესაძლებლობები, წარმატება და სასიამოვნო სიურპრიზები მოგიტანოს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბრწყინავ და კაშკაშებ...“ - მარიტა როხვაძე ვარდისფერ კაბაში პოზირებს