იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს დაბნელების დერეფნისთვის „საშინაო დავალებას“ აძლევს, რაც მისი თქმით, საკუთარ ცხოვრებას შეგაყვარებთ:
„თქვენი საშინაო დავალება ჩემგან.. დაბნელების დერეფანში (3 მარტამდე აგრძელებთ) გააკეთეთ ყოველდღე!
❤️ ეს არის მარტივად შესასრულებელი 5 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც შეგაყვარებთ საკუთარ ცხოვრებას..
1. დილით მადლიერების მინიმუმ 5 წუთი შექმენი.. გაიღიმე სამყაროსთვის და თქვი სამი რამ, რის გამოც დღეს მადლიერი ხარ. ეს 5 წუთი აძლიერებს შენს ბედნიერებას მთელი დღის განმავლობაში!
2. დღის მანძილზე მინიმუმ 30 წუთით გადადე ტელეფონი გვერდზე, გადი “ხმაურიდან” ცოტაოდენი სიმშვიდე მიიღე. 30 წუთი საკმარისია, რომ იგრძნო, შენ შენი სამყაროს მფლობელი და განმგებელი ხარ.
3. მთელი დღის განმავლობაში სხვა ადამიანებს კეთილგანწყობით შეხედე, თუნდაც შეცდომა დაუშვან. ეცადე ახსნა სხვისი ქცევა, ეს ცვლის შენს სამყაროსაც.
4. მინიმუმ 10 წუთი ფეხით სეირნობა, გაწელვა, ან ცეკვა. თუნდაც მცირედი მოძრაობა, ტვინს ბედნიერების ჰორმონებით ავსებს.
5. მინიმუმ 5 წუთი მედიტაცია ან სუნთქვის ვარჯიში. შენს გულს დაუბრუნე სიმშვიდე და შეგრძნება, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება!“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აიღეთ ორი წითელი ძაფი, შეკარით და თქვი...“ - ვალენტინობის რიტუალი, რომელიც შაბათს უნდა გააკეთოთ
⭕„დღეს დადებული ფიცი და დაწყებული ურთიერთობა ხანგრძლივი იქნება“ - 14 თებერვლის კოსმოსური ამბები