ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 14 თებერვლის ასტროლოგიურ ენერგიებზე საუბრობს:
„14 თებერვალი - შრომისა და მატერიალიზაციის დღე ❤️
დღეს საერთო ენერგია არის 8-ის ვიბრაცია. შედეგები მოდის შრომით, დისციპლინით და პასუხისმგებლობით.
რა გააკეთო:
❤️ იმუშავე გულმოდგინედ — ეს მატერიალური წარმატების დღეა
❤️ განახორციელე ფინანსური ოპერაციები — გადახდები, ყიდვა-გაყიდვა
❤️ ისწავლე, განავითარე უნარები, გააუმჯობესე ხარისხი
❤️ კონცენტრირდი კონკრეტულ შედეგებზე
რისგან შეიკავე თავი:
❤️ გართობისგან, ალკოჰოლისა და გადაჭარბებული ჭამისგან — დაიცავი რეჟიმი
❤️ საკრედიტო და იპოთეკური ხელშეკრულებების გაფორმებისგან
❤️ იზოლაციისგან — არ ჩაიკეტო საკუთარ თავში
❤️ ზედმეტი კონტროლისა და ადამიანების მიმართ უნდობლობისგან.
დღეს შაბათია და განსაკუთრებით წარმატებულია დაბადებულებისთვის 8, 17 და 26 რიცხვებში (თქვენი ფერები — ლურჯი და ცისფერი) 💙“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აიღეთ ორი წითელი ძაფი, შეკარით და თქვი...“ - ვალენტინობის რიტუალი, რომელიც შაბათს უნდა გააკეთოთ
⭕„დღეს დადებული ფიცი და დაწყებული ურთიერთობა ხანგრძლივი იქნება“ - 14 თებერვლის კოსმოსური ამბები