ეზოტერიკის პრაქტიკოსი Abagael Bagi სოციალურ ქსელში ენერგეტიკულ დაცვით რიტუალებს გვიზიარებს.
მისი თქმით, ეს მარტივი ტექნიკა ყოველდღიურად იცავს ენერგიას, ამცირებს დაღლილობას და აძლიერებს შინაგან სტაბილურობას:
„ენერგეტიკული დაცვითი რიტუალები - საკუთარი ვიბრაციის შენარჩუნება:
ენერგეტიკული დაცვა აუცილებელია ყველასთვის, ვინც მუშაობს ადამიანებთან, ემოციებთან ან სულიერ პრაქტიკებთან.
აურა ყოველდღიურად იღებს უცხო ვიბრაციებს, ამიტომ საჭიროა რეგულარული „გაწმენდა და გარე გავლენისგან გამიჯვნა”.
არასოდეს იაროთ „ღია ენერგიით“ ხალხში - განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში. სანამ სახლიდან გახვალ, გააკეთე დაცვის რიტუალი.
ენერგეტიკული ფარის რიტუალი:
დილას, ადგომისთანავე, დადექი ფეხზე, დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ ოქროსფერი ენერგია შენს გულიდან ფართოვდება.
თქვი:
„მე ვარ სინათლის სივრცეში. მხოლოდ კეთილი ენერგია მოდის ჩემამდე, და მხოლოდ სიყვარული გამოდის ჩემგან.“
წარმოიდგინე, რომ ეს ოქროსფერი სფერო ნელა ფარავს მთელ სხეულს — როგორც თბილი, გამჭვირვალე შრე.
ისუნთქე ღრმად და შეიგრძენი სიმყარე სხეულში — ეს არის შენი ენერგეტიკული ზღვარი.
საღამოს წმენდა:
საღამოს, დაბრუნებისას, ხელისგულები გაატარე სხეულზე ზემოდან ქვემოთ, თითქოს იშორებ მტვერს. შემდეგ დაიბანე ხელები ცივი წყლით და თქვი: „მე ვუბრუნდები ჩემს ენერგიას სისუფთავითა და სიმშვიდით.“
ეს მარტივი ტექნიკა ყოველდღიურად იცავს ენერგიას, ამცირებს დაღლილობას და აძლიერებს შინაგან სტაბილურობას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა
🎥 სალომე გოგიაშვილმა თმის ფერი შეიცვალა - ტელეჟურნალისტის ემოციები