Digest Logo

„ასეთი ფორმის და სიდიდის გამო მუცლის კუნთები გამეთიშა, თეთრი ხაზის თიაქარი დამიტოვა...“ - ქეთი ჩხაიძე ორსულობის პერიოდს იხსენებს

1761544759
ქეთი ჩხაიძე

მომღერალი ქეთი ჩხაიძე, რომელიც 4 შვილის დედაა, სცენაზე მუდამ შესანიშნავად გამოიყურება, იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ამჯერად მან გამომწერებს ორსულობის დროინდელი ფოტოები გაუზიარა და განვლილ სირთულეებზე ესაუბრა:

„ასე გამოიყურებოდა 19 წლის ქეთი, პირველი შვილის მოლოდინში.

40 კვირა, სახე შეშუპებული... სწორედ მუცლის ასეთი ფორმის და სიდიდის გამო, მუცლის კუნთები გამეთიშა 
კუნთების დიასტაზი და თეთრი ხაზის თიაქარი დამიტოვა, რომლის ფონზეც კიდევ სამი ორსულობა გავბედე  არადა, 5 კილოზე მეტი სიმძიმის აწევა მეკრძალება.

ამიტომაც ვარ ოთხგზის ნაკეისრალი მახსოვს, ექიმებსაც უკვირდათ, ჩემი მუცლის ფორმა.

დაიბადა, 4 კგ და 53 სმ ნიკოლოზი.

რამდენიმე ოპერაცია მჭირდება, თუმცა წლებია, შიშების გამო ვერ ვიკეთებ ასეა, არავინ იცის, ვის რა პრობლემა აქვს შორიდან, ვერავინ იფიქრებს, რომ რამე მაწუხებს...  რადგან მე ვარ ისეთი ტიპის ადამიანი, რომელიც სულ იღიმის და ცდილობს, მხოლოდ პოზიტივი გაუგზავნოს სხვებს. 

სწორედ ჩემი ასეთი ბავშვური და ღიმილიანი სახის გამო, ჰგონიათ ხოლმე, რომ პეპელასავით უდარდელი ვარ  
არავინ თქვას, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა უფრო რთულია...

საკეისროს დროს, საშვილოსნო იკვეთება და ინვალიდდება ეს ორგანო, რეაბილიტაციაც ხანგრძლივი და რთულია, რისკებიც მეტი.

ჰო, ერთხელ, აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს და მოგიყვებით, რა გადამხდა თავს და როგორ გადავრჩით საკეისრო კვეთისას, მეც და ნიკოლოზიც“, - წერს ქეთი ჩხაიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა, ერთმა ქალმა მითხრა, ყველაზე მეტად თარიღები გაგიჭირდებაო... ამ დროს არ ვმეტყველებ, არავისთან ვკონტაქტობ“ - რას ჰყვება მაია ასათიანი

„ბევრი ტკივილი მოდის იქიდან, სადაც მიუღწეველი სურვილები და დაუმთავრებელი ემოციები ჩარჩენილია ქვეცნობიერში და იქ იბადება გაურკვეველი შიში“ - რას წერს უჩა სიხარულიძე

„სწორედ ეს სტრატეგია მიგვიყვანს წარმატებამდე...“ - 27 ოქტომბრის კოსმოსური ამბები და დღის აფირმაციები