სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული წინასწარმეტყველი ანასტასია სამოტივაციო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს.
იგი ადამიანებს მოუწოდებს, რომ წყენა არავისზე შეინახოთ, ტკივილითაც უნდა შეძლოთ და იცხოვროთ:
„რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, არცერთი წამით არ მოიწყინოთ.
თუ არ უყვარხართ, არც ეს იდარდოთ, მთავარია თქვენს გულში სიყვარული იყოს.
მატარებელს თუ ვერ მიუსწარით - იქნებ რაღაცას გაფრთხილებთ ბედი.
საქმეები ცუდად მიდის? დააცადეთ, მაგრამ წითელზე არ გადაირბინოთ. არც სილამაზით არ იამაყოთ, ის გამოგყვებათ მხოლოდ დროებით.
მთავარია შინაგანი სამყარო, თავისი ლამაზი დიდსულოვნებით.
გასაჭირში მყოფს დაეხმარეთ. არ შეგიძლიათ? მაშინ ამ ადამიანზე ილოცეთ. სხვისი არაფერი არ აიღოთ,
სული თუ გტკივათ, უკეთესია ცოტა მოითმინოთ...
მეგობრებში არ გაგიმართლათ? ალბათ ძალიან ბევრს ელოდით მათგან. წყენა არავისზე არ შეინახოთ,
ტკივილითაც უნდა შეძლოთ და იცხოვროთ!
ზამთარს ყოველთვის გაზაფხული მოსდევს, ახალი კვირტების აფეთქებებით, ახალ-ახალი მთვარეებით, ყველას თავისი დაბადების დღეებით, ოცნებების უეცარი ასრულებებით“, - წერს წინასწარმეტყველი ანასტასია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „აბა, თუ გამოვიცნობთ წლევანდელს“ - ნუკი კოშკელიშვილი „ჰელოუინისთვის“ ემზადება