
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია, შესაბამისად მძიმე და დაძაბული დღე გველის. უმჯობესი იქნება თუ ადრე დაწყებულ საქმეებს ბოლომდე მიიყვანთ და არ წამოიწყებთ რამე ახალს“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა:
♈ ვერძი
შესაძლოა მიიღოთ იმის შედეგი, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდით და აკეთებდით. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა და გადადგით თამამი ნაბიჯები.
♉ კურო
განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ფინანსებთან დამოკიდებულებაში. შეეცადეთ არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და არ მოაწეროთ ხელშეკრულებებს ხელი. არ დათმოთ პოზიციები.
♊ ტყუპები
დაძაბული დღეა თქვენთვის, თუმცა არ დაივიწყოთ გამბედაობა და სითამამე. შეეცადეთ ნებისმიერ პრობლემას სათანადოდ შეხედოთ.
♋ კირჩხიბი
ემიციური დღე გაქვთ. შესაძლოა გააზვიადოთ ემოციები, შეხედეთ ყველაფერს რაციონალურად და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. აირიდეთ თავიდან კონფლიქტები.
♌ ლომი
შესაძლოა თქვენ პროვოცირებას ეცადონ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. შეგიძლიათ დღე გაატაროთ ადამიანთან, რომელთან ერთადაც თავს კომფორტულად გრძნობთ.
♍ ქალწული
გაზრდილია ტრავმის ალბათობა, ეცადეთ არ სცადოთ რაიმე ახალი. უმჯობესი იქნება ძველი მეთოდებით იმუშაოთ. არ გარისკოთ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
♎ სასწორი
რთული დღე გაქვთ, გამოიჩინეთ მეტი სითამამე, იყავით შეუპოვრები. ელოდეთ დაბრკოლებებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ვერ გადალახავთ.
♏ მორიელი
შესაძლოა თავდაჯერებულობა გაკლდეთ. იყავით მეტად გახსნილები და გულწრფელები. თუ რაიმე გაწუხებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანს უამბეთ. ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან.
♐ მშვილდოსანი
არ იყოთ ზედმეტად პასიურები, რადგან ჩვეულ რიტმში დაბრუნება გაგიჭირდებათ. უმჯობესია კონცენტრირდეთ მნიშვნელოვან საქმეებზე და არ გაფანტოთ ყურადღება.
♑ თხის რქა
პოზიტიური დღე გაქვთ, მარტივად მოახერხებთ პრობლემები მოაგვაროთ და გადაჭრათ. ძველი უთანხმოება რომელიც გაწუხებდათ შეძლებთ გამოასწოროთ და საერთო ენა გამონახოთ ადამიანებთან.
♒ მერწყული
თქვენმა ემოციურმა მდგომარეობამ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ საქმიანობაში. იყავით რაციონალურები და გამოდით ილუზიიდან. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანებს.
♓ თევზები
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ ემოციებს. რაც უფრო მშვიდად ჩაივლის დღე მით უფრო წარმატებულად გააგრძელებთ მომდევნო დღეებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა ცვლილებებს იწვევს ასტროლოგიური დაბნელების პერიოდი? - ანზორ ოდიშარიას განმარტება